Tuesday, May 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სპეცოპერაცია პანკისში – “ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

May 19, 2026
სპეცოპერაცია პანკისში – “ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

პანკისის ხეობაში, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაერთიანდნენ და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხო ქვეყნიდან გარკვეულ მითითებებს იღებდნენ.

მაღრაძის განმარტებით, დაკავებული პირები პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ. „ჯამაათის“ ჩამოყალიბებას და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობდნენ ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას.

უწყებაში განმარტავენ, რომ დანაშაული 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განაგრძობს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ.

კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასულ ღამეს, პანკისის ხეობის სოფლებში: ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები გაერთიანდნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხო ქვეყნიდან იღებდნენ გარკვეულ მითითებებს.

ისინი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ. „ჯამაათის“ ჩამოყალიბებას და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობდნენ ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, დაკავებულებისა და მათთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ, მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ტარდებოდა შესაბამისი სამართლებრივი, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, მათი სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით,“ – განაცხადა მაღრაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კობახიძის განცხადება ყოველდღე აბსურდულია – ჩვენი გადახდილი თანხებიც არის ბიუჯეტში და აზრიანად უნდა გაიხარჯოს…” – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი
  • “მდინარაძეს გადაეცით, ძალიან ვნანობ უფრო კარგად რომ არ შემოვარტყი” – ალეკო ელისაშვილი
  • პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge