Tuesday, May 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უფლებადამცველები ალეკო ელისაშვილის საქმიდან “გამქრალ” ვიდეო-სამხილებს ეძებენ

May 19, 2026
უფლებადამცველები ალეკო ელისაშვილის საქმიდან “გამქრალ” ვიდეო-სამხილებს ეძებენ

უფლებადამცველები ალეკო ელისაშვილის საქმიდან “გამქრალ” ვიდეო-სამხილებს ეძებენ და აინტერესებთ, რატომ არ დევს ე.წ. ტერორიზმის საქმეში ვიდეო-კადრები სადაც გამოჩნდება, რა ვითარებაში მიიღო დაკავებისას ოპოზიციონერმა უმძიმესი დაზიანებები? ამ კითხვებზე პასუხების გაცემა დღეს საქმის გამომძიებელს მოუწევს, რომელსაც სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოკითხავენ.

მნიშვნელოვანია, კონკრეტულად რომელი მანდატურის მიერ იქნა გახნორციელებული ძალადობა ელისაშვილზე და ის ჩანაწერები, რომელიც არის გამქრალი, ხომ არ არის გამიზნულად გამქრალი იმის გამო, რომ ამ მანდატურის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარიყო – ამბობს ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი.

როგორც ელისაშვილის უფლებადამცველი აცხადებს, გამომძიებელი ექსპერტთან ერთად შემთხვევის ადგილას, სასამართლოს კანცელარიაში სამი საათის დაგვიანებით მივიდა.

უფლებადაცველის თქმით, სამი საათი დიდი დროა იმისთვის, რომ კონკრეტული მტკიცებულებები იყოს შეცვლილი, ან დაზინებული განზრახ თუ გაუფრთხილებლობით.

“ეს ექსპერტი პირველი შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ექსპერტი ადგილზე სამი საათის დაგვიანებით გამოცხადდა. კამერები იყო გათიშული და სამი საათის შემდეგ გამოცხადდა ექსპერტი გამომძიებელთან ერთად. აქ არის მნიშვნელოვანი ფაქტი ის, რომ სამი საათი არის დიდი დრო, რომ კონკრეტული მტკიცებულებები იყოს შეცვლილი, დაზინებული განზრახ თუ გაუფრთხილებლობით. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი და მნიშვნელოვანი კითხვები გვექნება ექსპერტთან იარაღთან დაკავშირებით, იყო თუ არა დამუხტული, იყო თუ არა დაცვაზე აყვანილი, რა თქმა უნდა დაგვიანებასთან დაკავშირებით და თუ იქნება ამ შემთხვევაში გამოკითხული მანდატურის თანამშრომელი. მნიშვნელოვანი იქნება ის მძიმე დაზიანებები, რომელიც ალეკო ელისაშვილმა მიიღო, კონკრეტულად რომელი მანდატურის მიერ იქნა გახნორციელებული ეს ძალადობა და ის ჩანაწერები, რომელიც არის გამქრალი, ხომ არ არის გამიზნულად გამქრალი იმის გამო, რომ ამ მანდატურის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარიყო”, – აცხადებს გიორგი რეხვიაშვილი.

ადვოკატებს ასევე კითხვები აქვთ საქმის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით – მაგალითად არჩილ ჩოფიკაშვილს აინტერესებს, თუ რატომ შეცვალლა გამოძიებამ საქმის კვალიფიკაცია შალვა პაპუაშვილის დასკვნების საფუძველზე, რომელსაც არანაირი წვდომა არ უნდა ჰქონოდა აღნიშნულ საქმეზე.

“მთავარი კითხვა არის ის, თუ რატომ ხდებოდა ორი დღის განმავლობაში არასწორი კვალიფიკაციით საქმის გამოძიება და რატომ არცერთ პროფესიონალ გამომძიებელს და არც ერთ პროფესიონალ პროკურორს არ გაუჩნდა მოსაზრება სწორი კვალიფიკაციის თაობაზე და როგორ აღმოჩნდა ისე, რომ ადამიანი, რომელსაც არ შეიძლებოდა არანაირი წვდომა ჰქონოდა ამ საქმეზე, პარლამენტის თავმჯდომარეზე ვსაუბრობ, გაეკეთებინა სწორი დასკვნები, სწორი კვალიფიკაცია და აქეთ, პროფესიონალი გამომძიებლები, პროკურორები და იურისტები ვერ მიმხვდარიყვნენ იმას, თუ რა კვალიფიკაციით და რა მიმართულებით უნდა ეწარმოებინათ გამოძიება. ეს იქნება ძირითადი კითხვა”, – ამბობს ადვოკატი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქუთაისის ბულვარში, რომლის რეაბილიტაციაშიც 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხეები გახმა
  • კახა კალაძე გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტასთან დაკავშირებით, გერმანელ ხალხს „სამძიმრის წერილით“ მიმართავს
  • თბილისში, მუხიანში ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge