Tuesday, May 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ოპოზიციის ალიანსის” განცხადებით, კარდაკარ-ის ფარგლებში მათ “ქართული ოცნება” ტიტუშკას” უგზავნის

May 19, 2026
“ოპოზიციის ალიანსის” განცხადებით, კარდაკარ-ის ფარგლებში მათ “ქართული ოცნება” ტიტუშკას” უგზავნის

“ოპოზიციის ალიანსის” განცხადებით, კარდაკარის ფარგლებში მათ “ოცნება” ტიტუშკას” უგზავნის – ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, მათ სხვადასხვა უბანში ერთი და იგივე პროვოკატორი ხვდებათ, რომელიც შეხვდრების ჩაშლას და დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობს. როგორც ალიანსის წევრები ამბობენ, სწორედ ასეთი შემთხვევა იყო გუშინ ნაძალადევის რაიონში.

პოლიტიკოსების თქმით, “ტიტუშკას” თან დაჰყვება სავარაუდოდ, სუს-ის წარმომადგენელი, რომელიც ამ ყველაფერს ტელეფონით იღებს. ეს ჩანს კადრებშიც, რომელიც ნიკა გვარამიამ გუშინ ფბ-ზე გაავრცელა. როგორც ალიანსის წევრები აცხადებენ, ნაძალადევამდე, მსგავსი შემთხვევა იგივე პირის მონაწილეობით იყო გლდანშიც.

პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ “ქართულ ოცნებას” ამ ქმედებით 26 მაისის შეკრების დისკრედიტაცია უნდა. “26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა და ისინი ამ დღის გაშავებას ვერ შეძლებენ” – ამბობს გიორგი ვაშაძე.

“ეს იგივე ადამიანია, რომელიც პოსტვ-იმ დააფიქსირა გლდანის მეტროსთან. ერთი და იგივე ადამიანია. ანუ ტიტუშკებიც გამოელიათ როგორც ჩანს. და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის – შედით სოციალურ ქსელებში, ნახეთ მათი ტრო-ბოტები რა დღეში არიან, რომ გააშაონ 26 მაისი. 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა და ისინი ამას ვერ იზამენ. ჩვენ უკვე კარგად ვიცით მათი ხელწერა – სიბინძურე, ლანძღვა-გინება, ხელოვნურად დაგეგმილი პროვოკაციები. ამას ჩვენ ვუპირისპირებთ სიმშვიდეს. “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ვეუბნები – “გიწვდით ხელს”, დავდგეთ ერთად და მართლაც ძლიერი, ერთიანი და რეგიონის ლიდერი საქართველო ავაშენოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ალიანსი საინფორმაციო კამპანიას დღეს დილიდანაც აგრძელებს. ოპოზიციის ლიდერები თსუ-ს მიმდებარედ ფლაერებს არიგებენ და ხალხს ესაუბრებიან.

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, 26 მაისს აუცილებელია, რომ ქუჩაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს

“ბრძოლა გრძელდება და ეს უნდა დავანახოთ მათ შორის პატიმრებს ციხეში და ჩვენს მეგობრებს დასავლეთში” – ამბობს ჯაფარიძე.

“უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, იმიტომ, რომ გვჭირდება. დიდი ხანია არ ყოფილა მრავალრიცხოვანი აქცია. გვჭირდება, რომ ერთმანეთი დავინახოთ, ერთმანეთი გავამხნევოთ. გვჭირდება მათ შორის, რომ ერთმანეთს რწმენა გავუძლიეროთ, რომ აქ ბრძოლა გრძელდება და ეს დავანახოთ მათ შორის პატიმრებს ციხეში და დავანახოთ ჩვენს მეგობრებს დასავლეთში, რომ მიუხედავად ამ რეპრესიული კანონდებლობისა, მიუხედავად იმისა, რომ ტროტუარზე იჭერენ ადამიანებს ბრძოლა მაინც არ შეწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა აპირებენ, ფბ-ზე კომენტარების გამო ადამიანები დასაჯონ, ბრძოლა თავისუფლებისა ამ ქვეყანაში არ გაჩერებულა”, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურორი ვალდებული აღარ იქნება, დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამის პირს, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს
  • რომან აბრამიშვილმა “ქართულ ოცნებას“ 416 ათასი ლარი შესწირა – მისმა კომპანიებმა 58.2 მლნ-იანი ტენდერები მოიგეს – TI
  • პატრიარქს მიხეილ ყაველაშვილთან პროევროპულ აქციებზე დაკავებულების შეწყალების თემაზე არ უსაუბრია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge