ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით აღნიშნული აქციის ირგვლივ ჩხუბი ბიძინა ივანიშვილის სცენარია.
“მეგობრებო, რა მნიშვნელობა აქვს ვისი აქციაა 20-ში? 21 არ დადგება? 22,23 და ასე უსასრულოდ. ვისაც მუდმივი აქციები გვსურს დეოლიგარქიის მოთხოვნით ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავიწყოთ.
20 ივნისის ირგვლივ ახლა ჩხუბი მხოლოდ ბიძინას სცენარია. ისე, გადამწყვეტ მომენტში ერთმანეთში არეულობას, ყოველთვის წარმატებით ახერხებდა და იქნებ ამჯერად მაინც არ გამოუვიდეს.
გვახსოვდეს, ვადა გვაქვს წლის ბოლომდე. თუ ამ ვადებში მოთხოვნებს შევასრულებთ, გვაქვს შანსი ევროკავშირმა კარები შეგვიღოს.
20 ში, 20:00 ზე, რუსთაველზე.” – წერს ჟურნალისტი