რა თქმა უნდა პირადადაც მაწუხებს მაღალი ფასები და ინსტუტიციურადაც აქეთკენ ვართ მიმართულები, რომ ინფლაცია იყოს მართული, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ინფლაციას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ებრძვიან და ფულის ბეჭვდაზე საუბარი საერთოდ არ ესმის.
“ინფლაციას ვებრძვით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით, ფულის ბეჭვდა- საერთოდ არ მესმის რაზე საუბრობთ, დადებითია, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა მომდინარეობს მაღალპროდუქტიული დარგებიდან, დადებითია, რომ სავალუტო ბაზარზე სიტუაცია სტაბილურია, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი მყარდება და ეს იმპორტული საქონლის მხრიდან ინფლაციურ წნეხებს ამცირებს. რაც შეეხება გლობალურ გეოპლიტიკურ გამოწვევას, აქ პროგნოზი რთულია. ეროვნულ ბანკს ეხება ინფლაციის მართვა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ” – თქვა თურნავამ.
