პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნინო ელიეშვილი.
საუბარია საქმეზე, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას გამოძიება მოსამართლე ირაკლი ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავება.
უფლებადამცველის თქმით, პენიტენციურმა დაწესებულებამ მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რათა მოხდეს, რამდენიმე განაჩენიდან საბოლოო სასჯელის დაფიქსირება, შემდეგ კი რუსთავის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტს, საბოლოო სასჯელს, რაც თბილისის საქალაქოს გადაეგზავნება.
“პენიტენციურმა დაწესებულებამ მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რათა მოხდეს, რამდენიმე განაჩენიდან საბოლოო სასჯელის დაფიქსირება, მიღებულ იქნება გადაწყვეტილი, რის შემდეგაც სასჯელის განსაზღვრა, რა არის მოხდილი, რა არის მოსახდელი, საბოლოო ჯამში თბილისი საქალაქო სასამართლოს გადმოეგზავნება, რის შემდეგაც ჩვენ გავაგრძელებთ საქმის განხილვას მელიას საქმეზე. უდავოდ ვცანით მტკიცებულებები, ვინაიდან, საქმეში არის ჯერ ერთის მხრივ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენს შეურაცხმყოფელი სიტყვების ადრესატს და მეორე არის სასამართლოს რამდენიმე თანამშრომლის ჩვენება, ამიტომაც, ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, აღნიშნული მტკიცებულებებიდ ეტალრუად გამოგვეკვლია” – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა.
მელიას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. ქოჩქიანი 2025 წლის ნოემბერში ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა. მან ლისის ტბის ასახვევთან დაკავებისას პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით მელია 5 000 ლარით დააჯარიმა.
