2022-2025 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ხარჯები 78%-ით, ხოლო შტატგარეშეების 90%-ით გაიზარდა.
2022-2024 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებისა და სახელფასო დანამატების ხარჯები გაზრდილია ჯამში 64.8%-ით. (2025 წლის მონაცემები არ არის საჯარო);
2022-2025 წლებში შრომის ანაზღაურების ხარჯები, ყველაზე მეტად სასამართლო სისტემაში და ძალოვან უწყებებში იზრდება. მაგალითად, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების ხარჯები ყველაზე მეტად 79.2 მილიონი ლარიდან 101,8 მილიონ ლარამდე (+28.5%) გაიზარდა საერთო სასამართლოებში – მონაცემებს ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” [IDFI] აქვეყნებს.
