საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკმაყოფილებას გამოხატავს იმ ფაქტით, რომ რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტების წარმოდგენა გაიმართა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“ამ დროს ქართველ მსახიობებს აღარც ადგილი, აღარც სცენა და, ცხადია, აღარც საშუალება ეძლევათ, რომ რუსთაველის თეატრი “დაიქირაონ!“ ნუთუ მართლა ყველაფერი იყიდება???” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა 14 მაისს წარმოდგენა გამართეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავს მიეძღვნა. რუსთაველის თეატრის დირექტორმა, გია თევზაძემ ამ საკითხთან დაკავშირებითო თქვა: “რასაკვირველია, კიდევ რომ დასჭირდეთ, თეატრის დარბაზს კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო”.
