გაგრძელდება ილია მეორის დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა , – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქის თქმით, წელს საქართველო პირველად ხვდება ოჯახის სიწმინდის დღეს ილია მეორის გარეშე, რომელმაც დააწესა დღევანდელი დღე, თუმცა ამ დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა.
„სიმბოლურია ისიც, რომ დღეს ჩვენი ერი და ეკლესია აღნიშნავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა. მოგეხსენებათ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ზნეობრივი ფასეულობების დაცვას. წელს პირველად ვხვდებით ამ დღეს მის გარეშე, თუმცა ამ დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა, ის სიყვარული, ერთობა და ოჯახური სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელსაც იგი მთელი თაისი მოღვაწეობის განმავლობაში ამკვიდრებდა ჩვენს ხალხში.
ასევე გაგრძელდება მისივე დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა”,- აღნიშნა პატრიარქმა.
