ერთი კონკრეტული მშენებლისთვის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმა შეცვლა. სპორტი სასახლის უკან, ტერიტორიაზე, რომელსაც ხალხმა “ბეტონის ჯუნგლები” შეარქვა, მალე სამ მრავალ სართულიან შენობას ჩადგამენ, აქედან ერთი ცათამბჯენი იქნება.
2026 წლის 30 აპრილს ერთი ხელმოწერით ალექსიძის ქუჩის 1 ნომერში მდებარე 13 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიას შეზღუდვა მოუხსნეს და მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონად აქციეს. ალექსიძის პირველში 13 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია 14 წელია კავკასიის სამთო ჯგუფის საკუთრებაა. აქ მიწის ერთ ნაწილს სპეციალური ზონა, მეორე ნაწილს კი რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს.
ქონება კომპანიამ 2012 წელს სახელმწიფოსგან იყიდა და 2014 წლიდან თბილისის მერიისგან ზონის ცვლილებას უშედეგოდ ითხოვდა:
- 2014 წელი – თბილისის მერიამ კომპანიას უარი უთხრა მოეწყო ღობე და ჭიშკარი
- 2016 წელი – კავკასიის სამთო ჯგუფმა ქალაქგეგმარებითი დასკვნა ითხოვა – აინტერესებდათ, მისცემდნენ თუ არა კორპუსის აშენების უფლებას. პასუხი იყო ისევ არა. მერიის არქიტექტურის სამსახურმა განმარტა, რომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ სასწავლო, სამედიცინო ან სამეცნიერო დაწესებულება უნდა განთავსდეს.
- 2023 წელი – მერიამ განუხილველი დატოვა ავარიული ლაბორატორიის დემონტაჟის მოთხოვნაც კი.
“კავკასიის სამთო ჯგუფისთვის” ვითარება რადიკალურად შეიცვალა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანიაში თბილისის მერის, კახა კალაძის მეგობარი ბიზნესმენი ლაშა კვაჭაძე გამოჩნდა. სამ შენობას მათ შორის ერთ ცათამბჯენს სპორტის სასახლის უკან კლდის პირას კომპანია “ბლოქსი სანაპირო” ააშენებს. ეს კომპანია 2023 წლის 26 დეკემბერს დაფუძნდა. მიწის ძველი მფლობელისთვის თბილისის მერიიდან გაგზავნილი ბოლო უარიდან ზუსტად 2 კვირაში. ახლად დაფუძნებული ბიზნესის 50 პროცენტი კახა კალაძის მეგობარ ბიზნესმენს ლაშა კვაჭაძეს იფორმებს. მფლობელებს შორის კვაჭაძის გამოჩენიდან რამდენიმე თვეში მერია პირველ თანხმობას ამბობს და ძველი შენობის დანგრევის უფლებას იძლევა.
27 აპრილს უკვე თბილისის საკრებულო, განაშენიანების გეგმას ამტკიცებს, მიწას სტატუსს უცვლის. იქ, სადაც რეკრეაციული და სპეციალური ზონა იყო, ახლა უკვე მწვანე შუქია რომ კორპუსები აშენდეს.
ლაშა კვაჭაძე, მხოლოდ კახა კალაძესთან დაახლოვებული ბიზნესმენი არ არის. კვაჭაძის ცოლი და კალაძის მეუღლე ბიზნეს პარტნიორი არიან. დოკუმენტებით დგინდება, რომ კომპანია “ვისიონარის” წილის 30 პროცენტი მზია გიგაურმა ანუკი არეშიძეს 2025 წლის 25 დეკემბერს აჩუქა.
“კავკასიის სამთო ჯგუფი”, რომელთან ერთადაც კვაჭაძე ცათამბჯენის აშენებას გეგმავს, ოქროს მომპოვებელ კომპანია “არემჯი გოლდს” ეკუთვნის. ეს არის რუსი ბიზნესმენების კომპანის კომპანია, რომელმაც საყდრისი ააფეთქა.
