Friday, May 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა არის ჰანტავირუსი და გვემუქრება თუ არა კიდევ ერთი პანდემია? – ინფექციონისტის განმარტება

May 15, 2026
რა არის ჰანტავირუსი და გვემუქრება თუ არა კიდევ ერთი პანდემია? – ინფექციონისტის განმარტება

ცოტა ხნის წინ, ჰანტავირუსის სავარაუდო გავრცელების გამო, არგენტინასა და კაბო-ვერდეს შორის მოძრავ საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, პოტენციურად სასიკვდილო ვირუსის ერთი შემთხვევა უკვე დადასტურდა. თუმცა, სავარაუდო გავრცელებამ გააჩინა კითხვები იმის თაობაზე, ვრცელდება თუ არა ადამიანიდან ადამიანზე ვირუსი, რომელიც როგორც წესი, მღრღნელებთან კონტაქტით ვრცელდება – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომი” ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა.

როგორც მან ჩვენთან საუბისას აღნიშნა – “ჰანტავირუსი ვერ გამოიწვევს ფართომასშტაბიან პანდემიას, რადგან იგი ადამიანიდან ადამიანზე რთულად გადადის და გავრცელების რისკი საქართველოში ფაქტობრივად ნულის ტოლია”.

“ჰანტავირუსი არ არის ახალი ვირუსი და ის უკვე ათწლეულებია დადასტურებულია, რომ ცირკულირებს და გავრცელებულია სხვადასხვა კონტინენტზე მათ შორის ევროპის კონტინენტზე, აზიის კონტინენტზე, აფრიკის კონტინენტზე და ამერიკის კონტინენტზე, როგორც სამხრეთ ამერიკაში ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში.

რაც შეეხება იმას რამდენად შეუძლია ჰანტავირუსს გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი პანდემია, რომელიც სწრაფად გავრცელდება, ამაზე არის პასუხი რომ არ შეუძლია, იქიდან გამომდინარე რომ ის ვირუსები, რომლებიც იწვევენ პანდემიას და ვთქვათ ვრცელდებიან სწრაფად მათ გააჩნიათ გარკვეული მახასიათებლები, მაგალითად, ადვილად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე და შესაბამისად ამის გამო შეიძლება გავრცელდეს სწრაფად და მოიცვას კონტინენტები, რაც გამოიწვევს პანდემიას, ხოლო ჰანტავირუსს მსგავსი უნარი არ გააჩნია” – თქვა ალექსანდრე გოგინავამ.

ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ჰანტავირუსის სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული შტამი, მხოლოდ მჭიდრო კონტაქტის შემთხვევაში გადადის, ამიტომ მისი სწრაფი გავრცელება და პანდემიის შექმნა ფაქტობრივად შეუძლებელია.

“ზოგადად ჰანტავირუსის სხვადასხვა შტამები არსებობს, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა ტიპის დაავადებას, თუმცა ძირითადად გამოყოფენ ორ დიდ ჯგუფს, პირველი ჯგუფი არის, რომელიც გვხვდება ევროპის კონტინენტზე, აზიაში და აფრიკაში ის მიმდინარეობს თირკმლის სინდრომით და ჰქვია, ჰანტავირუსით გამოწვეული ჰემორაგიული ცხელება, თირკმლის სინდრომი და ძირითადად აზიანებს თირკმელს. ასევე აროს მეორე დიდი ჯგუფი, რომელიც გვხვდება სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში ეწოდება ჰანტავირუსით გამოწვეული ფილტვის სინდრომი და ჰემორაგიული ცხელება.

კონკრეტულად ის შემთხვევა, რამაც მიიქცია მსოფლიოს ყურადღება ანუ საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის დადასტურება, ეს კონკრეტული დაკავშირებულია ამ სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული ერთ-ერთ შტამთან, ის არის ერთადერთი რომელსაც აქვს უნარი გამოიწვიოს ისეთი დაავადება რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის, მაგრამ იმისთვის რომ ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე გადავიდეს ამისთვის აუცილებელია მჭიდრო აქტიური კონტაქტი მინიმუმ 15-20 წუთის განმავლობაში, საკმაოდ რთულად ხდება ადამიანიდან ადამიანზე გადადება ეს კი იმას ნიშნავს რომ სწრაფი გავრცელება და პანდემიის გავრცელება ამ ვირუსულ ინფექციას არ შეუძლია” – ამბობს ალექსანდრე გოგინავა “მეტრონომთან”.

ალექსანდრე გოგინავამ, ასევე ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზეც ისაუბრა:

“ჰანტავირუსს ახასიათებს მაღალი ცხელებით მწვავე დასაწყისი, შეიძლება იყოს სახსრების და კუნთების ტკივილი, შესაძლოა იყოს გამონაყარი და ამას ერთვის უკვე შემდეგ ორგანოთა დაზიანების ნიშნები. თუ ვსაუბრობთ ძველ სამყაროში გავრცელებულ ჰანტავირუსზე, ევროპაში და აზიაში გავრცელებულ ჰანტავირუსის შტამებზე, მას ახასიათებს თირკმლის დაზიანება და ძირითადად ხასიათდება თირკმლის ფუნქციების დარღვევით და ამასთან ასოცირებული შემდეგ სხვა ორგანოთა სისტემების ფუნქციის დარღვევით, ხოლო თუ ვსაუბრობთ აი ამ ამერიკის კონტინენტზე გავრცელებულ ჰანტავირუსის შტამებზე მას ახასიათებს ფილტვის დაზიანების სიმპტომები ანუ ეს შეიძლება იყოს სუნთქვის გაძნელება, შეიძლება იყოს სისხლიანი ხველა, ტუჩ-ცხვირის მიდამოში სილურჯე და შესაბამისად შემდეგ ჩამოყალიბდეს მძიმე ფილტვების დაზიანება, შესაბამისად შემდეგ პაციენტს დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ ეს ფორმა რომელიც მიმდინარეობს ფილტვის დაზიანებით, არ გვხვდება ევროპის და აზიის კონტინენტზე, შესაბამისად საქართველოში მისი გავრცელების რისკი ნულის ტოლია.

ხოლო კითხვაზე რამდენად შუძლია ჰანტავირუსს გამოიწვიოს პანდემია ამ კითხვაზე პასუხი არის ის რომ არ შეუძლია, რადგან მხოლოდ ერთი შტამია ჰანტა ვირუსის, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება და ისიც მხოლოდ მჭიდრო კონტაქტით და პრაქტიკულად წარმოუდგენელია რომ ასეთი ტიპის გავრცელების დროს მოხდეს დაავადების ფართო მასშტაბიანი გავრცელება და მან გამოიწვიოს პანდემია ან სხვა ტიპის გლობალური პრობლემები” – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლილუაშვილი სტრასბურგისთვის ემზადება — დაცვის მხარე პროკურატურას მტკიცებულებების დამალვაში ადანაშაულებს
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი მესამედ ჩავარდა
  • ძლიერი სტიქია კახეთში – რა მდგომარეობაა ახმეტის სოფლებში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge