ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის სხდომაზე ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა”- წერს ანდრეი სიბიგა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
“ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის სხდომაზე ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა.
ჩვენი საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში გამართული ბოლოდროინდელი დიალოგის პირდაპირი გაგრძელება იყო.
ჩვენ განვიხილეთ ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ, სუამში, და უახლესი პოლიტიკური დინამიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე.
ჩვენ ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას.” – წერს X-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა.
