Friday, May 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზვიად გაბისონია განმარტავს, რა მოდელით განხორციელდება 2026-2027 სასწავლო წელს უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების მობილობა

May 15, 2026
ზვიად გაბისონია განმარტავს, რა მოდელით განხორციელდება 2026-2027 სასწავლო წელს უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების მობილობა

ზვიად გაბისონიას განცხადებით, 2026-2027 სასწავლო წელს უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთათვის, უნივერსიტეტებს შორის მობილობა აქამდე არსებული მოდელის მიხედვით განხორციელდება. ინფრომაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ სტუდენტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უნივერსიტეტიდან გადავა კერძო უნივერსიტეტში, მას სწავლის ღირებულების გადახდა მოუწევს, ისევე როგორც პირიქით, კერძოდან სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის შემთხვევაში, მისი სწავლა დაფინანსდება.

რაც შეეხება ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გრანტის მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა ექნებათ, გაბისონიას თქმით, ეს სრულად ჯდება რეფორმის კონტექსტში.

„ის რა ცვლილებაც ჩვენ წარვადგინეთ, სრულად ჯდება რეფორმის კონტექსტში. რეფორმის კონტექსტი გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, 2026 წლიდან, სწავლა გახდება უფასო. შესაბამისად, დაფინანსებები მათ შორის საგრანტო აღარ გავრცელდება კერძო უნივერსიტეტების მიმართულებით. ამიტომ მსგავსი ტიპის არანაირი სამუშაოები არ ხდება. დღევანდელი ცვლილებები ეხებოდა 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის იმ უფლების დატოვებას, სანამ სწავლას დაამთავრებენ, ან მოიპოვონ თუ არ ჰქონდათ გრანტი, ან გაიუმჯობესონ. ამ ცვლილებას ეხება. ეს მთლიანად რეფორმის ფარგლებში ჯდება.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს შორის მობილობას, თუ წელს ჩარიცხული სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გადავა კერძო უნივერსიტეტში, მისი სწავლა ფასიანი გახდება მაშინვე, იმიტომ, რომ საგრანტო მიდევნების პრინციპი აღარ არსებობს. ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენ თუ ჩააბარებთ და მოხვდებით სახელმწიფო უნივერსიტეტში, გრანტი კი არ გამოგეყოფათ, არამედ სახელმწიფო დააფინანსებს თქვენს სწავლას. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ აბარებთ სახელმწიფო უნივერსიტეტში და აბარებთ კომერციულ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მოგიწევთ სწავლის ღირებულების გადახდა. კომპეტენციის ზღვრები ხომ წესდება უნივერსიტეტებს შორის. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მობილობა მოგცემთ საშუალებას, რომ კომპეტენციის ზღვრის საფუძველზე სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გადაწყვიტოთ კერძოში გადასვლა, მაშინ ფასიანი გაგიხდებათ სწავლა, რა თქმა უნდა, და პირიქით, ფიზიკურად რთული იქნება, თუმცა თუ კომპეტენციის ზღვარს ლახავთ, მობილობაში ადგილი არსებობს და კერძოდან სახელმწიფოში გადადიხართ, ფასიანიდან უფასო გაგიხდებათ სწავლა. მობილობის წესი დამოკიდებულია ადგილებზე და ის იმავე პრინციპით გაგრძელდება.

რაც შეეხება იმ შემთხვევას, როცა სტუდენტი სტატუსს იჩერებდა გარკვეული მიზეზების გამო, თუ ის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, შეიჩერა სტატუსი და შემდეგ აღიდგინა, ის უფასოდ გაგრძელებს სწავლას მას შემდეგ, რაც აღიდგენს“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლილუაშვილი სტრასბურგისთვის ემზადება — დაცვის მხარე პროკურატურას მტკიცებულებების დამალვაში ადანაშაულებს
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი მესამედ ჩავარდა
  • ძლიერი სტიქია კახეთში – რა მდგომარეობაა ახმეტის სოფლებში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge