Friday, May 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: 2026 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82 000-ს გადააჭარბა

May 15, 2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: 2026 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82 000-ს გადააჭარბა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციის შედეგები შეაჯამა.

მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82 000-ს გადააჭარბა. კერძოდ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10 000-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე 29 000-ზე მეტი მონაწილე.
რეგისტრაციის პროცესი ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე 6 აპრილს დაიწყო და 11 მაისს დასრულდა.

რეგისტრირებულთა რაოდენობრივი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს გამოცდებისადმი მაღალ ინტერესს როგორც აბიტურიენტების, ისე მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლობის მსურველთა მხრიდან.

„ამასთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ გაზრდილი მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართ ინტერესს და მათ პრიორიტეტულ მნიშვნელობას აბიტურიენტების არჩევანში. პარალელურად, საგანმანათლებლო არჩევანის მრავალფეროვნების კონტექსტში, აქტიურად იკვეთება პროფესიული განათლების მიმართ მზარდი ინტერესი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესში.

რეგისტრაციის პროცესის დასრულება საგამოცდო ციკლში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, რადგან სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება შესაძლებელი შემდგომი საორგანიზაციო ღონისძიებების გატარება, რაც საგამოცდო ცენტრების მოწყობა-განაწილებასა და გამოცდების კალენდრის საბოლოო ფორმირებას გულისხმობს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების – დამატების, წაშლის ან გადანაცვლების განხორციელება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
  • “გრიგოლ ლილუაშვილის სასარგებლოდ არსებობს მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პროკურატურამ და საგამოძიებო ორგანოებმა დამალეს” – ადვოკატი
  • “ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს…ასე დაემართება ყველა უთავმოყვარეო, უავტორიტეტო და ხელოვნურად დასმულ „ლიდერს“ – ირაკლი ზარქუა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge