ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, ხომ არ უსაუბრიათ მას და ზელენსკის კომუნიკაციის დროს მიხეილ სააკაშვილზე:
“ჩვენთვის ვერ იქნება ასეთი თემები საინტერესო. აბსოლუტურად სასაცილოა სააკაშვილის ამ კონტექსტში განხილვა, რომელიც არის ეთნიკურად ქართველი და რომელმაც ჯერ უკრაინას დაუშავა ბევრი რამ და უფრო ადრე დაუშავა საქართველოს ბევრი რამ. როდესაც სააკაშვილს განიხილავს ვიღაც ფაქტორად ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში და ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს არ აქვს ერთ და ორწლიანი ისტორია, ასეთ პირობებში, ეთნიკურად ქართველი კრიმინალის განხილვა რაიმე სახის წინაპირობად, არის სრულიად გამორიცხული” – ამბობს კობახიძე.
