Friday, May 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ნაცები“ ჩვენთვის არის წითელი ხაზი, მით უმეტეს, “ოცნების“ მიერ მოსყიდული “ნაცები“ – გიგა ფარულავა ნიკა გვარამიას განცხადებაზე

May 15, 2026
“ნაცები“ ჩვენთვის არის წითელი ხაზი, მით უმეტეს, “ოცნების“ მიერ მოსყიდული “ნაცები“ – გიგა ფარულავა ნიკა გვარამიას განცხადებაზე

„ნაცები“ ჩვენთვის არის წითელი ხაზი, მით უმეტეს, „ოცნების“ მიერ მოსყიდული „ნაცები“, – ასე უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ კითხვას, შესაძლებელია თუ არა მათი პარტიის „ოპოზიციურ ალიანსში“ გაწევრიანება.

გიგა ფარულავას განცხადებით, აღნიშნული საკითხი არ განხილულა და არც მომავალში განიხილება, მეტიც, ფარულავა მიიჩნევს, რომ ბოიკოტში მყოფი პარტიების დღის წესრიგი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პროპაგანდას ეხმარება.

„ბევრჯერ გვითქვამს- „ნაცები“ ჩვენთვის არის წითელი ხაზი, მით უმეტეს, „ოცნების“ მიერ მოსყიდული „ნაცები“. ეს დაადასტურა კობახიძემაც, მდინარაძემაც, რომელმაც პირდაპირ ეთერში თავად თქვა, აღიარა, როგორ დაგეგმა და განახორციელა 4 ოქტომბერი მათ მიერ ჩანერგილი აგენტების მეშვეობით. არის ბევრი ფაქტი – სუს-ი, „ოცნების“ შესაბამისი პირები როგორ აძლევენ აგენტებს ან წინასაარჩევნოდ, ან არჩევნები შემდეგ ფულს. მათი პოლიტიკური დღის წესრიგიც მეტყველებს, რომ ისინი მოქმედებენ „ოცნების“ დღის წესრიგის სასარგებლოდ.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, არ გვაინტერესებს მათი დღის წესრიგი, მიხედონ თავიანთ საქმეს. არც განგვიხილავს, არც განვიხილავთ და მომავალშიც არ იქნება განხილული“, – განაცხადა ფარულავამ.

კითხვაზე, ვის გულისხმობს ის „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებში, ფარულავამ აღნიშნა: „ყოფილი „ნაცებიც“ და ახალი „ნაცებიც“.

ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ძალები ეროვნულ დღესასწაულებზე საზოგადოების გახლეჩას არ უნდა ცდილობდნენ.

„26 მაისი არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული, სადაც ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი. ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ მსგავს სიმბოლურ თარიღებზე, როდესაც ყველა პოლიტიკური აქტივი უნდა ცდილობდეს საზოგადოების კონსოლიდაციას და გაერთიანებას, რომ მოხდეს საზოგადოების დაყოფა მტრებად და მოყვარებად, პოზიციად და ოპოზიციად. შესაბამისად თუ რამის თავი აქვთ ამ კონკრეტული ბოიკოტის პარტიებს ან სხვა ოპოზიციურ ძალებს, შეუძლიათ მსგავსი ტიპის ღონისძიებისთვის შეარჩიონ სხვა თარიღი. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, მსგავსი ტიპის დღის წესრიგით, ისინი პირდაპირ მოქმედებენ „ოცნების“ პროპაგანდის სასარგებლოდ. დღეს როცა ამბობენ, რომ 26-ში იწყებენ და 26-ში ამთავრებენ, ამის ნათელი მაგალითი იყო მათ მიერ დაწყებული 4 ოქტომბერი და დასრულებული 4 ოქტომბერი, როგორ დაიწყეს და როგორ დაასრულეს. დაიწყო ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა პოლიტიკური მოწოდებებით და 4 ოქტომბერს საღამოს ზოგი სახლში შეხვდა ჩაკეტილი და მოტყუებული, შეცდომაში შეყვანილი მოქალაქეები შეატოვეს პოლიციას ბარიკადებთან. მსგავსი ტიპის ქმედებები ჩვენთვის მიუღებელია.

წარსულით თუ ვიმსჯელებთ, 4 ოქტომბრის მაგალითზე ნათლად შეგვიძლია ვთქვათ, მათ მიერ შემოთავაზებულმა დღის წესრიგმა, როგორ დააზიანა ზოგადად პოლიტიკური პროცესი და სახელმწიფო,“ – განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით ალიანსში „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ უნდა მიიღონ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს
  • გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა – ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
  • თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge