Wednesday, July 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი – ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი

May 15, 2026
სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი – ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი

სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი – ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი.

ამ სიახლეს “ტყის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. კოდექსში ახალი ტერმინი “ტყის ფიზიკური დაცვა“ შემოდის. ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს ემატება. აღნიშნული თავის მხრივ მოიცავს ტყის ფიზიკურ დაცვას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციას, გამოვლენას და აღკვეთას.

საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ინიციატივა განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.

როგორც უწყება განმარტავს, დღეისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად უკანონო ჭრები რჩება. მისივე განცხადებით, ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უკანონო ჭრის პრევენციას უშუალოდ ტყეში, რაც მოითხოვს ეფექტური ფიზიკური დაცვის ორგანიზებას, შესაბამის ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებს, კონკრეტულ ტერიტორიებზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრასა და გეგმიურ თუ არაგეგმიურ მონიტორინგს.

“ამჟამად, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია არ გააჩნია. “ტყის მცველის“ პოზიცია ფორმალურად არ არსებობს. სპეციალისტებს არა აქვთ განსაზღვრული პასუხისმგებლობა კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის დაცვის თვალსაზრისით, რაც კონტროლის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს“, – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტებით ბარათში, რომელიც პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ერთვის თან.

უწყების ცნობით, კანონის პროექტის მიღების შემდეგ, საჭირო გახდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 499 თანამშრომლის დამატება: კერძოდ, 4 უბნის უფროსი – თანამდებობრივი სარგო თვეში 3 200 ლარი; 94 მეტყევე – თანამდებობრივი სარგო თვეში – 2 880 ლარი და 401 ტყის მცველი – თანამდებობრივი სარგო თვეში 2 080 ლარი.

“ეროვნულ სატყეო სააგენტოს ემატება ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია და იზრდება თანამშრომელთა რაოდენობა 499 ერთეულით. ჯამში, 2026 წელს საჭირო იქნება დაახლოებით 28 800 000 ლარი, მათ შორის: 499 თანამშრომლის 6 თვის ხელფასი – 6 705 000 ლარი, ტექნიკა/აღჭურვილობა (950 სამხრე კამერა, 150 ფოტოხაფანგი, 1 200 პლანშეტი, 9 რეგიონის პორტატული რადიოგადამცემი სადგური, 1 200 რაცია, SMART პატრულირების პროგრამული უზრუნველყოფა, 54 ავტომანქანა პიკაპი, 2 ექსკავატორი) – 16,490,000 ლარი, სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია – 4 795 000 ლარი, ჯანმრთელობის დაზღვევა – 110 000 ლარი, უნიფორმა და ფეხსაცმელი – 500 000 ლარი, ავტომანქანების საწვავი – 200 000 ლარი და დაზღვევის ხარჯები, რომელიც დამოკიდებული იქნება შესყიდვის (ტენდერის) შედეგებზე“, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენი კლინიკა იქნება მხოლოდ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფთ – მას ეყოლება თავისი მკურნალი ექიმი” – ნინო ნადირაძე ხოშტარიაზე
  • საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 27.1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა
  • ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge