Friday, May 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მსოფლიო მედია პაატა ბურჭულაძის პატიმრობის შესახებ წერს

May 15, 2026
მსოფლიო მედია პაატა ბურჭულაძის პატიმრობის შესახებ წერს

მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის პატიმრობის შესახებ მსოფლიო მედია წერს – სტატიაში უცხოელი ჟურნალისტები წერენ, რომ ბურჭულაძის დაკავება პირდაპირ არის დაკავშირებული მის პოლიტიკურ აქტიურობასთან.

მას ბრალად ედება პარტია „ქართული ოცნების“ პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ გამართულ ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობა – ვკითხულობთ ერთ-ერთ ასეთ სტატიაში.

პუბლიკაციაში მოყვანიალია ევროპელი ხელოვანების და სახელოვნებო ისტიტიტუტების მოწოდებები, ბურჭულაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არსებობს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა, სადაც ქართველი მომღერალი 1984 წლიდან ხშირად გამოდის, სწრაფი რეაგირება მოახდინა. კოვენტ-გარდენის დაწესებულების ქასთინგის დირექტორმა, პიტერ კატონამ, წერილში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს აცნობა, რომ „ბატონი ბურჭულაძის წინააღმდეგ ბრალდებები სრულიად შეთითხნილი და უკანონოა. მას მხოლოდ ამჟამინდელი რეჟიმის მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო დევნიან“.

ცნობილ ქართველ ბანს, პაატა ბურჭულაძეს, რომელიც ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში საერთაშორისო საოპერო სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმაა, თბილისის სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება გასული წლის ოქტომბერში, პრეზიდენტისა და პარტია „ქართული ოცნების“ პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ გამართულ ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობა და მათი წახალისება. ბრალდების მხარის განცხადებით, მომღერალმა მონაწილეობა მიიღო იმ დემონსტრაციების ორგანიზებაში, რომლებიც პრეზიდენტის სასახლის წინ შეტაკებებით დასრულდა.

ეს პროტესტი გასულ შემოდგომაზე, სადავო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და საქართველოს ევროკავშირისგან პროგრესირებადი დაშორების ფონზე დაიწყო. ბურჭულაძე, რომელიც სხვა პოლიტიკურ ოპონენტებთან და აქტივისტებთან ერთად დააკავეს, ბრალდებებს ყოველთვის უარყოფდა, მათ „აბსურდულს“ უწოდებდა და აცხადებდა, რომ მონაწილეობას მხოლოდ მშვიდობიან აქციებში იღებდა. კავკასიურ ქვეყანაში მრავალთვიანი დაძაბულობის შემდეგ გამოტანილი ეს განაჩენი ოპოზიციის დიდმა ნაწილმა საქართველოს მთავრობის ავტორიტარული კურსის კიდევ ერთ ნიშნად შეაფასა. ბურჭულაძე 1955 წელს თბილისში დაიბადა და თავისი თაობის ერთ-ერთ უდიდეს ბანად ითვლება. საქართველოს დედაქალაქის კონსერვატორიის დამთავრებისა და შემდგომ იტალიაში სრულყოფის შემდეგ, მან საერთაშორისო კარიერა შექმნა და მსოფლიოს უდიდეს თეატრებში გამოდიოდა — ლონდონის სამეფო ოპერის თეატრიდან (Royal Opera House) ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერამდე (Metropolitan Opera House).

იხილეთ ვრცლად…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კრამიტებს ამტვრევდა გდდ-ში, რა გავლენიანი იყო…” – კობახიძე ირაკლი შაიშმელაშვილზე
  • “26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული, 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე” – ირაკლი კობახიძე
  • 15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge