Friday, May 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

May 15, 2026
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 2025 წელს და მხოლოდ ერთ წელში, შენგენის ზონაში შესვლაზე 132,600 ადამიანს უთხრეს უარი. ეს არის სტატისტიკური მონაცემი, რომელიც დეპორტაციის შესახებ უახელს ანგარიშში წერია. ევროსტატი წერს, რომ ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია გერმანიიდან განხორციელდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დატოვების ორდერი ჯამში 491,950 ადამიანზე გაიცა, რაც 2024 წელთან შედარებით 5.8%-იანი მატებაა. რეალურად კი გასულ წელს ევროკავშირიდან მესამე ქვეყნის (იგულისხმება არაწევრი ქვეყანა) მოქალაქე 135,460 ადამიანი დააბრუნეს სამშობლოში. რეალური დეპორტაციის მაჩვენებელი 2024 წელს განხორციელებული დეპორტაციების ჯამურ რაოდენობას (112,040) 20.9%-ით აღემატება.

ევროსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია მესამე ქვეყანაში გერმანიიდან განხორციელდა (29,295), შემდეგი იყო საფრანგეთი (14,940), მესამე ადგილზე კი შვედეთი იმყოფებოდა (11,250).

სამწუხაროდ, ევროსტატის გამოქვეყნებულ ანგარიშში დეპორტირებული ან ქვეყანაში უკანონოდ მყოფად ცნობილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალია.

კერძოდ, მესამე ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებლებით, საქართველო 2025 წელს მეორე პოზიციას იკავებდა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ევროკავშირიდან საქართველოს 10,475 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. ამ მაჩვენებლით სიაში პირველ ადგილზე თურქეთია (13,405), მესამე ადგილზე კი სირია (8,370).

2024 წელს ევროკავშირიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 12,050 იყო, რაც დაახლოებით 20%-ით აღემატება 2025 წლის მაჩვენებელს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დასავლური სამყარო სულ ცოტა ხანში დაიწყებს პაატას საქმის მოკვლევას – ბურჭულაძის შვილი
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების, გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძის, ევა შაშიაშვილისა და კიდევ 12 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
  • “ვაჯერებთ პოზიციას, რომ ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართოთ ევროსასამართლოს” – გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, რობერტ გირგალაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge