Thursday, May 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ფარცხალაძესთან ერთად ბრალდებული ჩოხელი ამბობს, რომ იჩივლებს

May 14, 2026
ფარცხალაძესთან ერთად ბრალდებული ჩოხელი ამბობს, რომ იჩივლებს

“ქოლცენტრების საქმეზე” ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ოთარ-რომანოვ ფარხალაძესთან ერთად ბრალდებულ მიხეილ ჩოხელის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 11 წლის წინ, თბილისში მომკლული 21 წლის გიორგი კვარაცხელიას ოჯახის ინტერესების დამცველს უჩივლებს.
ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

საუბარია “შაბათის ეთერის” ეთერში ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მიხეილ ჩოხელმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი საქართველოდან სომხეთში გაიყვანა.

დაცვის მხარე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს – წერია გაგი მოსიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“2026 წლის 2 მაისს ტელეკომპანია TV პირველის სატელევიზიო ეთერში გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათი” ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის მიერ გავრცელდა მძიმე, კატეგორიული და ფაქტობრივად მცდარი განცხადებები მიხეილ ჩოხელისა და ოთარ ფარცხალაძის მიმართ.
საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია თითქოს „დადასტურებული ფაქტია“, რომ მიხეილ ჩოხელმა კონკრეტული პირი სომხეთის საზღვარზე გადაიყვანა და თითქოს აღნიშნული გარემოება „პოლიციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით“ დასტურდება. ასევე გაკეთდა განცხადებები, რომლებიც საზოგადოებაში ქმნის აღქმას, თითქოს აღნიშნული ქმედებები დაკავშირებული იყო ოთარ ფარცხალაძესთან და მის სავარაუდო გავლენებთან.

კატეგორიულად ვაცხადებთ — აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
ოფიციალური სახელმწიფო მონაცემებით უტყუარად დასტურდება, რომ მიხეილ ჩოხელს საქართველო–სომხეთის სახელმწიფო საზღვარი არც 2015 წელს და არც 2016 წელს არ გადაუკვეთავს. შესაბამისად, რეალობას სრულად მოკლებულია მტკიცება, თითქოს იგი ვინმესთან ერთად კვეთდა საზღვარს ან მონაწილეობდა ვინმეს საზღვარგარეთ გადაყვანაში.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ აღნიშნული განცხადებები გაკეთდა არა როგორც შეფასება, ვარაუდი ან დაცვის პოზიცია, არამედ როგორც თითქოს უკვე დადასტურებული ფაქტი და ოფიციალური დოკუმენტაციით გამყარებული გარემოება.

საჯარო სივრცეში მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება განსაკუთრებით მძიმეა მაშინ, როდესაც ამას ახორციელებს იურიდიული პროფესიის წარმომადგენელი. ადვოკატის პროფესიული სტატუსი საზოგადოებაში მაღალი ნდობით სარგებლობს და სწორედ ამიტომ, ნებისმიერი საჯარო განცხადება უნდა ეფუძნებოდეს გადამოწმებულ და სანდო ინფორმაციას და არა ისეთ მტკიცებებს, რომლებიც ოფიციალური სახელმწიფო მონაცემებით პირდაპირ უარყოფილია.

როდესაც ადვოკატი მტკიცებითი ფორმით აცხადებს, რომ კონკრეტული პირი მონაწილეობდა საზღვარზე ვინმეს გადაყვანაში მძიმე სისხლის სამართლის საქმის კონტექსტში, ეს საზოგადოების თვალში ქმნის პირის შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობასთან კავშირის აღქმას და პირდაპირ აზიანებს მის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას.
საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი ადვოკატს ავალდებულებს დაიცვას პროფესიული ღირსება, იმოქმედოს კეთილსინდისიერად და საზოგადოებას მიაწოდოს სწორი და არა შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში კი გავრცელდა ისეთი ფაქტობრივი მტკიცებები, რომლებიც ოფიციალური დოკუმენტაციით მარტივად გადამოწმებადი და უარყოფადია.

სამართლებრივ სახელმწიფოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მძიმე ბრალდებები ეფუძნებოდეს არა ხმაურიან განცხადებებსა და მედია ეფექტს, არამედ რეალურ მტკიცებულებებსა და ფაქტებს.

მოვუწოდებთ როგორც განცხადების ავტორს, ისე ყველა პირს, ვინც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საჯარო განცხადებებს და თავი შეიკავონ ისეთი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებით ფორმაში გავრცელებისგან, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება.

დაცვის მხარე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

წლების წინ, დედაქალაქის ცენტრში მოხმდარი მკვლელობის შესახებ რეპორტაჟი “შაბათის ეთერმა” მოამზადა, სადაც მოკლული ოჯახის ინტერესების დამცველმა და მოკლულის დედამ თქვეს, რომ საქმის “ჩაფარცხვაში” საქართველოს ექს-პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე მონაწილეობდა.

ინტერვიუში იყო ნახსენები ფარცხალაძის მარჯვენა ხელი და მეგობარი, მიხეილ ჩოხელი, რომელმაც უფლებადაცველის თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი საქართველოდან სომხეთში გადააპარა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეში “კანონიერი ქურდის”, ნოდარ შუკაკიძის გვარი გაქრა” – რა ინფორმაცია ვრცელდება?
  • “ნელ-ნელა გამოვდივარ შოკიდან. დაღუპული ბავშვებიდან ოთხი ჩემი ყოფილი მოსწავლეა…” – რას წერს სოციალურ ქსელში ჰამიდ ბუკოვსკი
  • ტროტუარზე დგომის საქმე – მოსამართლემ დავით პაპაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge