Thursday, May 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რატომ არ მალაპარაკებთ? – პროკურორს მინდა ვკითხო, ზაქარია ჩოხელი რატომ არაა დაკავებული, რომელიც მონაწილეობდა ჩემს წამებაში?” – ალეკო ელისაშვილი

May 14, 2026
“რატომ არ მალაპარაკებთ? – პროკურორს მინდა ვკითხო, ზაქარია ჩოხელი რატომ არაა დაკავებული, რომელიც მონაწილეობდა ჩემს წამებაში?” – ალეკო ელისაშვილი

რატომ არ მალაპარაკებთ? რატომ არ მაძლევთ სიტყვის თქმის უფლებას? პროკურორს მინდა ვკითხო, ზაქარია ჩოხელი რატომ არ არის დაკავებული, რომელიც მონაწილეობდა ჩემს წამებაში? – ბარემ დამხვრიტე პირდაპირ, მაინც იმას გააკეთებ, რასაც გეტყვიან, – ასე მიმართა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე გიორგი გელაშვილს.

ელისაშვილს სურდა, რომ სხდომის დასასრულს განცხადება გაეკეთებინა და პროკურორისთვის კითხვა დაესვა, თუმცა მოსამართლემ სხდომა გადადო.

მანამდე კი, პროცესზე დაიკითხა გამომძიებელი ილონ კორძაია, რომელიც აღნიშნული საქმის მთავარი გამომძიებელი იყო.

„2025 წლის 29 ნოემბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ დაკავებული იყო ალეკო ელისაშვილი, რომელიც სასამართლოს შენობის გადაწვას ცდილობდა. როდესაც ადგილზე მივედი, ალეკო ელისაშვილი დაკავებული დამხვდა.

მანდატურის სამსახურის უფროსისა და ექსპერტ-კრიმინალისტების თანხლებით დავათვალიერე შემთხვევის ადგილი.

როდესაც მივედი, იატაკზე იდო იარაღი და ხელთათმანები. მაგიდებზე და იატაკზე დასხმული იყო სავარაუდოდ, ბენზინი. ასევე, იქვე იყო დიდი ჩანთა, საიდანაც ბევრი ნივთი იქნა ამოღებული: რევოლვერი, მჭიდი, ხელთათმანები, სანთებელა, მცირე ჩანთა, სადაც შეშის ფრაგმენტები იყო ჩალაგებული. იქვე იდო ბენზინით სავსე და ცარიელი ბოთლები. მტკიცებულებები ლოგიკურად იყო ჩალაგებული ჩანთაში. იარაღი კი მთავარ ოთახში იყო იატაკზე მოთავსებული, რომელშიც იდო მჭიდი, მასში კი ტყვიები იყო მოთავსებული“, – განაცხადა ილონ კორძაიამ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნელ-ნელა გამოვდივარ შოკიდან. დაღუპული ბავშვებიდან ოთხი ჩემი ყოფილი მოსწავლეა…” – რას წერს სოციალურ ქსელში ჰამიდ ბუკოვსკი
  • ტროტუარზე დგომის საქმე – მოსამართლემ დავით პაპაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა
  • პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge