Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“პუჩისტები”, “გაქცეულები” და “სააკაშვილის მადიდებლები” – დაპირისპირება პარლამენტში

May 14, 2026
“პუჩისტები”, “გაქცეულები” და “სააკაშვილის მადიდებლები” – დაპირისპირება პარლამენტში

დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში – “ქართული ოცნება” გახარიას პარტიას მისი წევრების შეურაცხყოფაში სდებს ბრალს.

საქმე ეხება ორ პუბლიკაციას სოციალურ ქსელში. “პუჩისტები” – ამ მინაწერით განათავსა ყოფილი პრემიერის გუნდმა თენგიზ შარმანაშვილის და ირაკლი ქადაგიშვილის ფოტოები. დეპუტატ შარმანაშვილს ნაციონალური წარსულიც გაუხსენეს -დრო როდესაც საკუთარ კაბინეტში სააკაშვილის ფოტოს ფონზე პოზირებდა.

ამ პუბლიკაციებით განაწყენებულმა შალვა პაპუაშვილმა დღეს გიორგი გახარიას თანამებრძოლებს უთხრა – “რაც იკადრეთ ირაკლი ქადაგიშვილზე, გუშინ ვნახეთ და თქვენი ამჩატებული პიარ თანამშრომლის ქცევა გვეგონა, თურმე ეს თქვენი იდეოლოგია ყოფილა… სად არის გახარია? რომ აკურცხლა აქედან?”

“რადგან თქვენ ეს იკადრეთ ტრიბუნიდან, ამიტომ გეტყვით. ყველაფერი თვალში გვხვდება. არ ვიცი ვინ გყავთ ისე ამჩატებული თქვენს პარტიულ პიარში, რომელიც ბედავს იმ ბანერების გაკეთებას, რასაც თქვენ კადრულობთ თქვენი კოლეგების წინააღმდეგ. რადგან თქვენ ეს იკადრეთ ტრიბუნიდან, გეტყვით, თუ რა სამარცხვინოა თქვენი ეს ქცევა. ახლა რაც იკადრეთ ირაკლი ქადაგიშვილზე, ასევე, რაც გუშინ ვნახეთ და თქვენი ამჩატებული პიარ თანამშრომლის ქცევა გვეგონა, თურმე თქვენი იდეოლოგია ყოფილა. ეს არის სამარცხვინო. მგონი ხედავთ, რომ რაღაცები არ უნდა იკადროთ. როდესაც დარბაზში სხედხართ თქვენს კოლეგებთან ერთად, არ უნდა წახვიდეთ და თქვენს პიარს არ უნდა აკეთებინოთ ის, რომ ასეთი უღირსი საქციელი იკადროთ. მეგონა, რომ სადღაც პარტიაში ვიღაც პიარი ჰყავთ ცოტა ამჩატებული, მაგრამ ამ ტრიბუნიდან ეს რომ იკადრეთ ირაკლი ქადაგიშვილის წინააღმდეგ, არ ვიცი რა ღირებულებზე, რა ეროვნულ თანხმობებზე უნდა ვისაუბროთ. ხედავთ, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გაგიჩუმდით ამ თქვენს ქცევაზე, არაფერი ვთქვით… მანამდე თენგიზ შარმანაშვილზე რასაც კადრულობდით… როცა საუბარია ქართველობას გვართმევენო, ეს არის ქართველობის დაკარგვა. როცა ამას კადრულობთ ადამიანების მიმართ, რომელსაც დამსახურება აქვთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში, თუ ეს არის თქვენი ხაზი, დაე ასე იყოს. ასე გინდათ? – ასე იყოს თქვენი ხაზი მაშინ. ბერლინში რომ გიზით თქვენი ხელმძღვანელი, სად არის დამალული? რატომ არ ჩანს? სად არის გახარია? რომ აკურცხლა აქედან? გიორგი გახარია არის თქვენი იდეალი და ირაკლი ქადაგიშვილი საკრიტიკებელი? ეს მეტყველებს ღირებულებითად სად დგახართ. თუ გინდათ ეს ხაზი გააგრძელოთ, კი ბატონო, მიიღებთ შესაბამის პასუხს. აქ ვინ არ მჯდარა წინა მოწვევაში, გაწევ-გამოწევა იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ არავის არ უკადრია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაღესტანში, მთავარ გაზსადენზე სამი აფეთქება მოხდა
  • ქართველი ექიმი გარდაიცვალა
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge