გარდაბანში მომხდარი ავარიის შესახებ, რომელსაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, დაღუპულები თითქმის ერთი ასაკის – 18 წლისების იყვნენ.
“ავარია ჩემ სახლთან მოხდა. ჩემი მეზობლები იყვნენ. ყველა მათგანი კარგი, მოწესრიგებული ახალგაზრდა იყო. დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ და მაგიტომ მოხდა ასე. ყველა თითქმის ტოლები – 18 წლისები. ერთად ვარჯიშობდნენ. ერთი ბოქსს ასწავლიდა ჩემ შვილს. გარდაცვლილიდან 2 ძმანი იყვნენ” – ამბობს ადგილობრივი ინტერვიუში.
ავარია დღეს დილით მოხდა შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ არის დაშავებული. მთავარს შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
