СNN-ის ინფორმაციით ვეტერინარები ცხოველთა მოყვარულებს მოუწოდებენ აღარ შეიძინონ ინგლისური ბულდოგები, რადგან ამ ჯიშის წარმომადგენლებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ.
აღნიშნული განცხადება დიდი ბრიტანეთის სამეფო ვეტერინარულმა კოლეჯმა გაავრცელა. მეცნიერების თქმით, ამ ჯიშს ჯანმრთელობის პრობლემების მაღალი დონე ახასიათებს, რაც მისი წარმომადგენლების „ექსტრემალური გარეგნობით“ არის გამოწვეული.
ვეტერინარებმა 2 662 ბულდოგის ჯანმრთელობა 22 039 სხვა ჯიშის წარმომადგენლის ჯანმრთელობას შეადარეს. კვლევამ დაადგინა, რომ ინგლისურ ბულდოგებში მთელი რიგი დაავადებების განვითარების რისკი ორჯერ მეტია, ვიდრე სხვა ჯიშების წარმომადგენლებში.