Thursday, May 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბავშვებს მიეცით წამალი! პატრიოტები გამოუშვით ციხიდან! გახდით ჰუმანურები და შეიყვარეთ საქართველო, თავისუფალი, ევროპული, კეთილი და ერთსულოვანი, მუსიკალური და მხიარული!” – ნიკოლოზ რაჭველი

May 14, 2026
“ბავშვებს მიეცით წამალი! პატრიოტები გამოუშვით ციხიდან! გახდით ჰუმანურები და შეიყვარეთ საქართველო, თავისუფალი, ევროპული, კეთილი და ერთსულოვანი, მუსიკალური და მხიარული!” – ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“მოდი ვთქვათ, რას აღარ მოვესწარით ჩვენ, ჩვენი თაობა, პირადად მე… 9 აპრილს მოვესწარი, 9 წლის ვიყავი, თან აქციაზე ვიყავით ვიდრე ილია მეორემ ქაშუეთში გადასვლისკენ მოგვიწოდა, დედა დაემორჩილა, მერე კი იქ ტაძარში შესვლა შეუძლებელი აღმოჩნდა და სახლისკენ გავუყევით გზას, ცოტა ხანში წამოგვეწივნენ რუსულ ტანკებსა და ნიჩბებით შეიარაღებულ სპეცრაზმელებს გამოქცეულები და შევიტყვეთ რაც დატრიალდა პარლამენტის წინ… მეორე დღეს ისევ დავბრუნდით რუსთაველზე და არასდროს დამავიწყდება ნანახი, სიცარიელე, სიჩუმე და ბევრი ფეხსაცმელები მიმოფანტული სამანქანო სავალ გზაზე… მერე კი მალე იყო სამოქალაქო ომი, დანგრეული მთავარი გამზირი, ბუნკერიდან მაუწყებელი პირველი ეროვნული მთავრობა, მათი გაყვანა და პუტჩი, გადატრიალება… მერე ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სასტიკი, დაუნდობელი… ლევან აბაშიძის დაღუპვა… ბევრი გმირობა და საბოლოოდ აფხაზეთის დაცემა… მერე ერთგვარი წინსვლა, გათბობისა და შუქის აღდგენა, მანამდე კი ძილი ქურქებით და ქურთუკებით, შეშის ფეჩები სახლებში, ნავთის ლამპები და რაღაცნაირი მოწყობილობები, რომ დატენიდი და თან ანათებდა თან კი რადიო ტალღებს იჭერდა და ამბებს გასმენინებდა…
მერე ვარდების რევოლუცია და ჯერ სასტიკი პროცესი სამართლიანობის გამოსწორების, დაჭერები, დამუნათებები, მერე კი მსოფლიო ლიდერთა ვიზიტები და კვლავ ვიზიტები, მასშტაბური ღონისძიებები და კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიებები, საქვეყნო უკეთესობები, იუსტიციის სახლების თუ გამჭვირვალე პოლიციის შენობების გახსნები, მერე კი რუსეთის თავდასხმა და აგვისტოს რამდენიმე დღიანი ომი, კვლავ დაღუპული გმირები, ანწუხელიძე და მისი დარი ღირსეული ადამიანები თავიანთი დაუვიწყარი ისტორიებით, გლოვა, იმედი, მერე კარვების ქალაქი და გრეჩიხა სტადიონზე, მერე კი ბიძინას შემოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე, მერე არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, მერე ისევ ანგარიშსწორების ტალღები, ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგობა რეზიდენციის შენობის ირგვლივ, კაბელების საქმე, ახალი ფარული ვიდეო ჩაწერები ძველი ფარული ჩანაწერების განადგურების პარალელურად, მერე კი დათბობა, რომელსაც საყოველთაო პანდემია მოყვა და მილიონობით მსხვერპლი დედამიწაზე, როცა ყოველ დილით ველოდებოდით ცერცვაძის ან სხვათა ვიდეო ინფორმაციებს მსხვერპლთა და დაავადებულთა სტატისტიკის შესახებ, მერე რუდეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და ჩვენი სახელმწიფოებრიობის კურსის ძირეული ცვლილება, რასაც ისევ მოყვა დაუნდობელი დარბევები და დაჭერები, მანამდე გავრილოვის ვიზიტი და უმძიმესი ღამე, ასევე უმცირესობების დღეების ტაბურეტკებიანი დევნა და ივლისის მოვლენები ლექსო ლაშქარავას ლეტალური შედეგით… ადრე სანდრო გვირგვლიანის და მერე თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლეთა უსამართლო ხელყოფა, დათო სალარიძის მამის ვედრება და მთელი ერის რუსთაველზე გავარდნა გვერდში დასადგომად, ეწ რუსული კანონის პირველი და მეორე წელი, სრული სიგიჟე, არჩევნები გაჟონილი მელნით და ნოემბრის შოკი, კიდევ უფრო სასტიკი დარბევები, რომელმაც 7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევები ახალ რეალობას გაუთანაბრა, თუმცა საპროტესტოდ მყოფი ხალხის მისწრაფებებით გაცილებით უფრო დამაზიანებელი გახადა სამშობლოსათვის… კანონები, ჯარიმები, დაპატიმრებები… მზია, პაატა, ანდრო… საოცარი ბიჭები და გოგონები…
ხოდა ბოდიშის მოხდით ჩემი მშობლებისა და
მათი მშობლების თაობასთან, მაგრამ ნიშნის მოგებით მოდით არავინ გველაპარაკოს, მეორე მსოფლიო ომი კი იყო სასტიკი, მაგრამ 21-ე საუკუნეში, ხელოვნური ინტელექტისა და მთვარეზე “გულაობის” ეპოქაში ჩვენ ვერავიზე მეტად ვერ გავიხარეთ და პირიქით, განვიცდით ყველაფერს საკმაოდ მძიმედ… განსხვავებით მათი მოდგმისგან, ვინც მაშინაც, 9 აპრილსაც, მერეც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვის დროსაც, 7 ნოემბერსაც, 26 მაისსაც, 20 ივნისსაც, 5 ივლისსაც, 28 ნოემბერსაც და კიდევ არაერთ დღესაც არ იკლებდა რესტორანსა და ბედნიერად ყოფნას…
ესაა ჩემი ფიქრები ძილის წინ, დღეს, 13 მაისს, 2026 წელს, როცა ამერიკას ყავს ტრამპი, უკრაინას ზელენსკი, რუსეთს კვლავ პუტინი და საქართველოს …
P.S. ბავშვებს მიეცით წამალი! პატრიოტები გამოუშვით ციხიდან! გახდით ჰუმანურები და შეიყვარეთ საქართველო, თავისუფალი, ევროპული, კეთილი და ერთსულოვანი, მუსიკალური და მხიარული!
P.P.S. დიაგნოზი: ავტორი – წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე), ლექსი – ბედნიერი ერი!
გ ა დ ა ვ ი კ ი თ ხ ო თ წმინდანის დანატოვარი!
Google search please
P.P.S. ხლხნო, პაატა ბურჭულაძეს მიუსაჯა 7 წელი ქართველმა მოსამართლემ… პაატას, რომელმაც ჯერ თავისი ხმით და მუსიკალობით საქართველოს მთელს დედამიწაზე გაუთქვა სახელი და მერე მისი საქველმოქმედო ფონდის დამსახურებით ასობით გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი პირობები შეექმნა… აღარც კი ვამბობ, რომ მონსერატ კაბალიე და პლაჩიდო დომინგო (კიდევ ათეულობით სხვა მსოფლიო ლეგენდა) მის გამო ეწვია ჩვენს სამშობლოს სრულიად უსასყიდლოდ, უჰონორაროდ, ჩვენს მხარდასაჭერად და ჩვენი ხალხის დასახმარებლად…” – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ერთად მუშაობდნენ…“ – რა არის ცნობილი ავარიის შედეგად დაღუპულებზე
  • “საერთოდ რომ არ წამოგვეწყო ეს კომისია, ვინ რას მოგვთხოვდა?!” – თენგიზ შარმანაშვილი ფასების კომისიაზე
  • ცნობილია ვინ იმღერებს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge