თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, დუტა ჯავახიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 7 თებერვალს გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
როგორც ჯავახიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას არ შეუძლია ჯარიმის – 5 ათასი ლარის გადახდა, შესაბამისად, მოსამართლეს სთხოვა, მის მიმართ პატიმრობა, ან გაფრთხილება გამოეყენებინა.
“მოსამართლეს მე ვუთხარი, რომ არ მაქვს იმის საშუალება 5 000 ლარი გადავიხადო რადგანაც ვცხოვრობ მარტო…არ მაქვს ამის გადახდის საშუალება და მირჩევნია რომ პატიმრობაში გამიშვას, ვიდრე 5 000 ლარი დამაკისროს. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ გადაწყვიტა, ეთქვა, რომ მე არ შემიძლია პატიმრობაში წავიდე და დავლოდებოდი მის განაჩენს“,- ამბობს დუტა ჯავახიშვილი.
დღევანდელ პროცესზე კი გამოკითხეს სამხარაულის ექსპერტი. სხდომის ეს ნაწილიც დახურული იყო.
