ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვერ ამბობს, როდის აშენდება დევნილებისთვის ბინები. მინისტრმა დღეს პარლამენტში აღიარა, რომ მთელი რიგი პრობლემები არსებობს, მათ შორის კონტრაქტორებთან, რის გამოც შესაძლოა, თანხები ვერ იყოს ათვისებული.
“რამდენიმე ობიექტის დასრულებაა დაგეგმილი მიმდინარე წლის ივნისში. პროცესი მიმდინარეობს, ეს მშენებლობის ნაწილი, ძირითადად არის მაინც კონტრაქტორებზე დამოკიდებული, გრაფიკის დარღვევა. გადავადება მოხდა, შარშან წლის ბოლოს უნდა დამთავრებულიყო. გარანტიას ვერასდროს ვიტყვით, რომ ყველა გრაფიკში დაასრულებს”, – თქვა მინისტრის მოადგილემ.
დღევანელ სხდომაზე “ოცნების” წევრები ამტიიცებდნენ, რომ ბინები ხარისხიანად შენდება, თუმცა გახარიას გუნდის წევრმა მათ უთხრა, რომ არსებობბს მტკიცებულებები, რომელიც საპირისპიროს ცხადყოფს.
“ახლა ჩაგიგდებთ პირადად თქვენ ვიდეოს, რა მოხდა ამ დღეებში წყალტუბოს ერთ-ერთ დასახლებაში, მთელი ბათქაში როგორ ჩამოვარდა. 5 წლის წინ ჩაბარებულ ბინას შეიძლება, ასეთი კატასტროფული შედეგები მოჰყვეს? ახლა ვსაუბრობ მეორე შემთხვევაზე, თვალჭრელიძის ქუჩაზე ზაფხულში ჩაბარდა, მზიდ კედელს აქვს ბზარები, შემიძლია, ეს ვიდეოც გაგიზიაროთ”, – თქვა ოპოზიციის წარმომადგენელმა.
