სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი , 7 პირს კი ბრალი წარედგინა. უწებამ საქმეზე გაავრცელა ფარული აუდიო მასალაც.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს, კიდევ 7 პირს კი ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფი 2 ე.წ. კანონიერი ქურდი,”- ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“პრაიმ ტაიმისთვის” ცნობილი გახდა ვინაობა საზღვარგარეთ მყოფი ორი “კანონიერი ქურდის”, რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ისინი არიან: ლევან მარღია და ნოდარ შუკაკიძე.
