Wednesday, May 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“გრიგოლ ლილუაშვილს არასდროს არავისგან, მათ შორის, არც კახაბერ გვანცელაძისგან ქრთამი არ აუღია, უფრო მეტიც, კახაბერ გვანცელაძე თვითონ რას იღებდა, ესეც კი არ არის დადასტურებული” – ადვოკატი

May 13, 2026
“გრიგოლ ლილუაშვილს არასდროს არავისგან, მათ შორის, არც კახაბერ გვანცელაძისგან ქრთამი არ აუღია, უფრო მეტიც, კახაბერ გვანცელაძე თვითონ რას იღებდა, ესეც კი არ არის დადასტურებული” – ადვოკატი

არასდროს, ბატონ ლილუაშვილს არავისგან, მათ შორის, არც კახაბერ გვანცელაძისგან ქრთამი არ აუღია. უფრო მეტიც, კახაბერ გვანცელაძე თვითონ რას იღებდა, ესეც კი არ არის დადასტურებული, – ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულის, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ბაღების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე და გრიგოლ ლილუაშვილი მეგობრები არასდროს ყოფილან და არც ერთმანეთთან უთანამშრომლიათ.

„კატეგორიულად შემიძლია ვთქვა ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით, არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს ამხელს, საქმეში ფიზიკურად არ მოიპოვება.

ბაღების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ბატონი გრიგოლის მეგობარი არ არის. შესაძლოა, ნაცნობობა ჰქონოდათ, არანაირი თანამშრომლობა მათ შორის, არ ყოფილა, ეს საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ არანაირი შემხებლობა ამ ორ პირს ერთმანეთთან არ ჰქონია. ვინმე თუ რამე თანხას ითვისებდა, ეს ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანომ უნდა გამოიძიოს და შესაბამისი ზედამხედველობა განახორციელოს პროკურატურამ, მაგრამ არა იმის ხარჯზე რომ, ადამიანი – გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც არანაირ შემხებლობაში არაა აღნიშნულ ეპიზოდთან, მას მოედავოს და ბრალდებულის სტატუსით აღჭურვოს. არასდროს, ბატონ ლილუაშვილს არავისგან, მათ შორის, არც კახაბერ გვანცელაძისგან ქრთამი არ აუღია. უფრო მეტიც, კახაბერ გვანცელაძე თვითონ რას იღებდა, ესეც კი არ არის დადასტურებული”,- განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გარანტიას ვერ მოგცემთ“ — ფინანსთა მინისტრის მოადგილე დევნილებისთვის ბინების დასრულების ვადებს ვერ ასახელებს
  • ცნობილია ვინაობა საზღვარგარეთ მყოფი ორი “კანონიერი ქურდის”, რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge