“ისევ და ისევ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ჩემს მეუღლეზე – ლაშა ლომიძეზე. ლაშა უკვე რამდენიმე წელია არ არის აქტიურ სპორტში და ე.წ. “დოპინგ-სკანდალის“ დროს ნაკრებშიც აღარ იმყოფებოდა.
სანამ მსგავს ინფორმაციას დაწერთ ან გამოაქვეყნებთ, გთხოვთ, გადაამოწმოთ ფაქტები და ნუ გაავრცელებთ ცრუ ინფორმაციას. საუბარია სხვა ლაშა ლომიძეზე, რომელიც ასევე იყო მოკლე დროით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.ეს განსაკუთრებით შეეხება საინფორმაციო გვერდებსა და მედიასაშუალებებს” – წერს მორაგბე ლაშა ლომიძის ცოლი, ანა შელია სოციალურ ქსელში.
გუშინ მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია ე.წ. დოპინგ სკანდალთან დაკავშირებით ოფიციალური სასჯელი გამოაცხადა. 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს, 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს გიორგი ჭყოიძეს, ხოლო 3-3 წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს ლაშა ხმალაძემ, ოთარ ლაშხმა და მირიან მოდებაძემ. ლაშა ლომიძეს კი 9-თვიანი შეზღუდვა ერგო
