Wednesday, May 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არ არსებობს მყარი არგუმენტი ან მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ 4 ოქტომბრის აქციასთან მიმართებაში ბაჩო ახალაია იძლეოდა დავალებებს” – ადვოკატი

May 13, 2026
“არ არსებობს მყარი არგუმენტი ან მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ 4 ოქტომბრის აქციასთან მიმართებაში ბაჩო ახალაია იძლეოდა დავალებებს” – ადვოკატი

არ არსებობს მყარი არგუმენტი ან მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ ბაჩო იძლეოდა დავალებებს, მითითებებს. ამის დამადასტურებელი ვიდეო, აუდიოჩანაწერი, მოკლე ტექსტური შეტყობინება, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, გია გოროზიამ განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა ტარდებოდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი დაიკითხა.

„დღეს დაზარალებული პირი დაიკითხა. ბაჩოს მხრიდან არაერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ რატომ არ იყო შესაბამისი ზომები მიღებული, თუკი, სახელმწიფო ელოდა და ფიქრობდა, რომ გარკვეული სახის თავდასხმა მოხდებოდა სახლმწიფო მნიშვნელობის ობიექტზე – პრეზიდენტის სასახლეზე, პასუხი ასეთი იყო, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არ იყო. არაერთი პირი იმყოფებოდა მაშინ პრეზიდენტის რეზიდენციაშიო, მაგრამ რაოდენობის დასახელებისგან თავი შეიკავა, ასევე თავი შეიკავა კითხვაზე პასუხის გაცემისგან, იმ მომენტში იმყოფებოდა თუ არა პრეზიდენტი მისივე სასახლეში. დაზრალებულმა ბაჩოსთან მიმართებაში აღნიშნა, რომ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, თუ რა არის ბაჩოასთან მიმართებაში, მოწმემ აღნიშნა, რომ არ იცის.

რა რაოდენობის პროცესიც არ უნდა ჩატარდეს ბაჩოს საქმეზე, შეუძლებელია, ობიექტური სასამართლოს პირობებში, ბაჩოს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იყოს გამოყენებული. არ არსებობს მყარი არგუმენტი, ან მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ ბაჩო იძლეოდა დავალებებს, მითითებებს. ამის დამადასტურებელი ვიდეო, აუდიოჩანაწერი, მოკლე ტექსტური შეტყობინება, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება და ვერც იქნება, რადგან ბაჩო წარდგენილ ბრალდებასთან შემხებლობაში არ ყოფილა“, – განაცხადა გოროზიამ.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სექტემბრიდან ევროკავშირი ბრაზილიიდან ხორცის და სხვა ცხოველური პროდუქტების იმპორტს აკრძალავს
  • “არ არსებობს მყარი არგუმენტი ან მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ 4 ოქტომბრის აქციასთან მიმართებაში ბაჩო ახალაია იძლეოდა დავალებებს” – ადვოკატი
  • ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთში ჩავიდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge