Wednesday, May 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აქამდე ვინც მოიყვანეს, სხვა სასამართლო პროცესებიდან ნათხოვარი დაზარალებულები არიან და ბაჩოს საქმესთან კავშირი არ აქვთ – ბაჩო ახალაია დაკავებულია ინტერნეტის ინტენსიურ მოხმარებასთან დაკავშირებით” – ანი ნადარეიშვილი

May 13, 2026
“აქამდე ვინც მოიყვანეს, სხვა სასამართლო პროცესებიდან ნათხოვარი დაზარალებულები არიან და ბაჩოს საქმესთან კავშირი არ აქვთ – ბაჩო ახალაია დაკავებულია ინტერნეტის ინტენსიურ მოხმარებასთან დაკავშირებით” – ანი ნადარეიშვილი

მოწმეებს ბაჩო ახალაიასთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ბაჩო ახალაია დაკავებულია ინტერნეტის გამოყენებასთან, ინტენსიურ მოხმარებასთან დაკავშირებით. ბაჩო ინტერნეტით ვერ დააზიანებდა ამ ადამიანებს, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

„აქამდე ვინც მოიყვანეს ე.წ. დაზარალებულები იყვნენ, ე.წ. ვამბობ, რადგან სხვა სასამართლო პროცესებიდან ნათხოვარი დაზარალებულები არიან და ბაჩოს საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვთ, თვითონვე აფიქსირებენ სასამართლო პროცესებზე, რომ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაციის მიწოდება არ შეუძლიათ, უბრალოდ, 4 ოქტომბრის მოვლენებს ჰყვებიან დაზეპირებულად. ასევე, მოჰყავთ ღობის ექსპერტები, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ბაჩო ახალაია დაკავებულია ინტერნეტის გამოყენებასთან, ინტენსიურ მოხმარებასთან დაკავშირებით. ინტერნეტით ვერ დააზიანებდა ამ ადამიანებს”,- აცხადებს ნადარეიშვილი.

მისივე თქმით, დადგენილი არ არის არათუ ბაჩო ახალაიასა და კონკრეტულ პირებს შორის საუბრის შინაარსი, არამედ, საერთოდ რა კუთხით გამოიყენა ინტერნეტი.

„არ არსებობს არათუ საუბრის შინაარსი, არამედ, ოჯახის წევრებიდან, რომლებიც სახლში ვიმყოფებოდით, კონკრეტულად ვინ რა მოწყობილობით გამოიყენა ინტერნეტი. არათუ ზარებზეა საუბარი, საერთოდ რა კუთხით იქნა გამოყენებული ინტერნეტი, ამასაც ვერ ადგენენ, შინაარსზე და ზარზე ზედმეტია საუბარი. ჩვენი ინტერნეტის მოხმარების ტრაფიკი აქვთ ამოღებული და ამოღებული აქვთ, იგივე პაატა მანჯგალაძის ინტერნეტი, იმ დღეს რომ იყენებდა. მაგალითად, კობახიძისაც შეიძლება დაემთხვეს და დარწმუნებული ვარ, რომელიღაც მონაკვეთში, წუთში და წამში, კობახიძის ინტერნეტის გამოყენებას ჩემი სახლის ინტერნეტის გამოყენებას სადღაც დაემთხვეოდა”,- განაცხადა ნადარეიშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქალბატონი პოლიტიკოსი მტკიცებით ფორმაში საზოგადოებას უმტკიცებს მცდარ ვერსიას და ვიდეოს სიმძაფრისთვის დახვრეტის კადრსაც ურთავს” – ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე პარტია “ფედერალისტების” ვიდეოს ეხმაურება
  • “აქამდე ვინც მოიყვანეს, სხვა სასამართლო პროცესებიდან ნათხოვარი დაზარალებულები არიან და ბაჩოს საქმესთან კავშირი არ აქვთ – ბაჩო ახალაია დაკავებულია ინტერნეტის ინტენსიურ მოხმარებასთან დაკავშირებით” – ანი ნადარეიშვილი
  • ირანში ისრაელისთვის ჯაშუშობის ბრალდებით მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge