ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი ვარაუდობს, რომ ახალი პატრიარქის არჩევას ცვლილებები მოჰყვება, რადგან მისი თქმით, “არის დაქვრივებული ეპარქიები და ახალი ეპისკოპოსების გამორჩევა მოსალოდნელია“. ინორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
სასულიერო პირის თქმით, დიდი ალბათობით, ეს საკითხი მომდევნოს სინოდის სხდომაზე გადაწყდება.
“ვერ გეტყვით, რადგან წინასწარ არ ვიცით, მაგრამ, ალბათ, იქნება ცვლილებები, ახალი ეპისკოპოსების გამორჩევა იქნება, რადგანაც უკვე ახალი პატრიარქი გვყავს და არის დაქვრივებული ეპარქიები. ესეც მომდევნო სინოდზე გადაწყდება.
ახალი პატრიარქის არჩევის დროს ყოველთვის არის ცვლილებები, რადგან ნებისმიერ ადამიანს აქვს ხედვა, მაგრამ ეს ხედვა უკვე ჩვენმა დიდმა პატრიარქმა, ილია მეორემ ჩამოაყალიბა დ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, შიო მესამე გააგრძელებს ამ გზას. თუმცაღა არის ბევრი გამოწვევა, რაზედაც უნდა უპასუხოს ეკლესიამ. ვერ გეტყვით წინასწარ. ალბათ ამ ხედვებს მომავალ სინოდზე უკვე გვეტყვის მისი უწმინდესობა და ჩვენ, ამსთან ერთად შევეცდებით ვიშრომოთ და იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რაც ეკლესიის წინაშე დგას”, – ამბობს სულიერო პირი.
