ჩვენ, მღვდელმთავრებს, არაერთხელ გვქონია საუბარი ამ თემაზე [სინდისის პატიმრების შეწყალებაზე] ყველანი ვართ ერთსულოვანი, ყველანი მხარს ვუჭერთ შეწყალებას, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა.
სასულიერო პირი იმედოვნებს, რომ პროცესი თანდათან განვითარდება და თავის ნაყოფს გამოიღებს.
ჩვენ, მღვდელმთავრებს, არაერთხელ გვქონია საუბარი ამ თემაზე [სინდისის პატიმრების შეწყალებაზე] ყველანი ვართ ერთსულოვანი, ყველანი მხარს ვუჭერთ შეწყალებას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი თანდათან განვითარდება და თავისი ნაყოფი ექნება.
მეუფე დანიელმა პოლარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ორმხრივი ადამიანური სისუსტის შედეგია.
პოლარიზაცია, ეს არის ორმხრივი ადამიანური სისუსტის შედეგი. ადამიანები როდესაც დიალოგში ვერ იკავებენ თავს და რადიკალური შეხედულებების ტყვეობაში ვარდებიან. როგორც ძნელია, რომ ადამიანს დააბრალო სამშობლოს ღალატი, ეკლესიის მიმართ არასწორი დამოკიდებულება, სამწუხაროდ, ეს არის ომრხმრივი და ორივე მხარე აკეთებს ამას. ჩვენ ხომ შეგვიძლია მოვუწოდოთ ერთმანეთს, გვქონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ ამის გამო არ იყოს უპატივცემლობა, უფრო მეტიც, შეურაწხყოფა, ცილისწამება, იარლიყების მიკვრა, იქნებ ამაზე გვეფიქრა და გვესაუბრა.თუ ჩვენა მას მოვინდომებთ, მგონია, რომ რადიკალიზმი აღმოიფხვრება, – თქვა მეუფემ.
სასულიერო პირის თქმით, “მეუფე შიო პატრიარქის გზას აგრძელებს.“
