აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას მიმდინარე წელს რუსეთში მისი შესაძლო ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა.
პრეზიდენტს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა ის წელს რუსეთში ჩავიდეს.
„მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც საჭირო იქნება. ეს ომი – მე რვა ომი დავასრულე. ეს ომი [დასასრულს] უახლოვდება. გინდა დაიჯერეთ, გინდა არა – ის დასასრულს უახლოვდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ მივაღწევთ შეთანხმებას რუსეთსა და უკრაინას შორის“, – უპასუხა ტრამპმა.
