პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი დღეს იუბილარია. ის 51 წლის გახდა.
რუსთავის ქალთა ციხესთან მისი მეგობრები და კოლეგები მივიდნენ.
როგორც ისინი ამბობენ, შეეცდებიან მზიას გარე სივრციდან გააგონონ ხმა.
მზიას მინდა ვუთხრა, რომ იყოს მხნედ, როგორც ჩვენს ხელისუფლებს გაუხარდება ისე არა, მინდა, რომ ღირსეულად, როგორც აქამდე იყო, ზუსტად ისე გაიაროს ის დღეები, რომლებიც კიდევ მოუწევს. ვფიქრობ, ეს ჯოჯოხეთი ალბათ დასრულდება, ის ჯოჯოხეთი, რომელიც ამ ხელისუფლებამ ქართულ მედია მოუწყო. ეს ყველაფერი დავიწყებული არ იქნება და დიდი იმედი მაქვს, რომ ვინც ჩვენ ეს შავი დღეები მოგვიწყო, აუცილებლად იქნებიან დასჯილები, მზია გვიყვარხარ და ერთადერთი იმედი ვაქვს, რომ შენ ამ ყევლაფერს, ძალიან ღირსეულად, ისევე როგორც აქამდე აკეთებდი ამას, გაინტან ბოლომდე, – თქვა ნინო ზურიაშვილმა, რომელიც რუსთავის ციხესთან მივიდა.
ადგილზე შეკრებილებმა გაშლეს ბანერი წარწერით – „იბრძოლე, სანამ გვიანი არ არის“.
