მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, მეუფე ანანია ჯაფარიძე ამბობს, რომ სინდისის პატიმრების შეწყალებას მხარს უჭერს.
მაღალი იერარქის თქმით, შეწყალება სათნოებაა და რაც ღვთის წიგნში წერია, ის უნდა შესრულდეს.
“შეწყალება ერთ-ერთი სათნოებაა ღვთისა. სათნოებაა ეს, დაწერილია, ჩვენი მოგონილი არაა, წიგნს გადაშლი და იქ წერია. რაც წერია ის უნდა შევასრულოთ.
გავარკვიოთ ეს საკითხი, ეს უნდა გავიგოთ. როგორც ქრისტიანი ვუჭერ მხარს რა თქმა უნდა (შეწყალებას). ყველა პატიმარს უნდა მივხედოთ, ასეა დაწერილი”, -თქვა მეუფე ანანიამ.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევის შემდეგ კვლავ დადგა დღის წესრიგში პროევროპული აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალების საკითხი.
მაღალი იერარქები არ გამორიცხვენ, რომ პატრიარქმა შესაძლოა პატიმრების შეწყალებაზე რეკომენდაციით “ქართულ ოცნებას” და მიხეილ ყაველაშვილს მიმართოს.
