ცოტა ხნის წინ ხათუნა ჟორდანიამ საზოგადოებას სასიხარულო ამბავი გაუმხილა. მან სიმსივნე დაამარცხა. ამჯერად კი მან ახალი განცხადება გააკეთა. მისი თქმით მას ახალი პროლემა აქვს და ისევ გადის მკურნალობის კურსს.
„ახლა სტამბოლში ვიმყოფები, შესამოწმებლად ჩამოვედი და კიდევ რაღაც ახალი პრობლემა დაინახეს. გავდივარ მკურნალობის კურსს, ვიკეთებ დასხივებას. სიმსივნე განაჩენი არ არის და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მე ვიყავი და ვარ ამის მაგალითი. ზუსტად ვიცი, ამ პატარა პრობლემასაც მოვერევი და შევძლებ, ბოლომდე დავამარცხო ეს ვერაგი დაავადება. ყველა, ვინც ამ დაავადებას ებრძვით, არ დაყაროთ ფარ-ხმალი. მე ჩემი სიცოცხლით დაგიმტკიცებთ, რომ ყველა დაავადება განკურნებადია, თუ ადამიანი მოინდომებს“ – აღნიშნავს ჟორდანია