მამუკა მდინარაძემ “იმედთან” პატრიარქ შიო III-ზე ისაუბრა:
“დღეს მართლაც ისტორიული დღეა და მინდა გულწრფელად მივულოცო პატრიარქს. არის უმძიმესი პასუხისმგებლობა ზოგადად, განსაკუთრებით ჩვენი წინა პატრიარქის შემდეგ მისი გზის გაგრძელება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მისი თვისებებიდან გამომდინარე ის ღირსეულად გაართმევს თავს ამას და იქნება, მათ შორის, გამორჩეული პატრიარქი პატრიარქთა შორის – ვუსურვებ ძალიან, ძალიან ბევრ წარმატებას” – თქვა მამუკა მდინარაძემ.
დღეს სვეტიცხოველში პატრიარქის აღსაყდრება შედგა. შიო III პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გუშინ, 11 მაისს აირჩია.
