პატრიარქის ღირსება აღსაყდრების მსახურებაზე გამოკვეთილია, რაც ვლინდება დასაწყისიდანვე, გარკვეულ დროს მას გადასცემენ საპატრიარქო კვერთხს, გარკვეულ დროს მანტიით შემოსავენ და ეს წმინდა ლიტურგიაშია ჩართული, – ამის შესახებ პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განუცხადა.
მან გაფართოებულ კრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უდიდესი ღირსებით და მოწესრიგებულობით ჩატარდა გაფართოებული კრება.
„უდიდესი პატივისცემა და მადლიერება ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ იოტისოდენა ეჭვიც კი არ არსებობს საღვთო სამართლიანობასთან დაკავშირებით, ყველაფერი შესრულდა ისე, როგორც უნდა შესრულებულიყო.
აღსაყდრების მსახურება არის დიდკურთხევანში. პატრიარქის ღირსებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესია საპატრიარქო ღირსების გახლავთ, პატრიარქის ღირსება აღსაყდრების მსახურებაზე გამოკვეთილია, რაც ვლინდება დასაწყისიდანვე, გარკვეულ დროს მას გადასცემენ საპატრიარქო კვერთხს, გარკვეულ დროს მანტიით შემოსავენ და ეს წმინდა ლიტურგიაშია ჩართული. უპირატესი მღვდელმთავრები მსახურობენ, ეს ყველაფერი გაწერილია. აღსაყდრების წესი უკვე ცალკეც არის აღებული კურთხევანიდან და შესაძლოა გამოქვეყნდეს, ყველას შეეძლება უყუროს“,- აღნიშნავს მამა გიორგი ზვიადაძე.
