სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს 142-ე პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის შიო მესამის ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია დაიწყო. უკვე ადგილზე არიან მღვდელმთავრები, ტაძარსა და მის ეზოში იმყოფება მრევლი.
ჩატარდება საღმრთო ლიტურგია. შიო მესამეს შემოსავენ საკათალიკოსო ბისონით. მას ინტრონიზაციისას გადაეცემა პატრიარქი მთავარი სიმბოლოები – კვერთხი, მიტრა და პანაღია.
სვეტიცხოვლის ტაძარში მივიდნენ მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
