“მე რომ გავლენიანი მღვდელმთავარი ვიყო ახლავე, დღესვე მოვაგვარებდი ამ პრობლემას, რა თქმა უნდა. არ მესმის საერთოდ პრობლემის შინაარსი რაში მდგომარეობს, რატომ უნდა ჰქონდეთ ამ მშობლებს სახვეწრად საქმე არ მესმის, ეს ხომ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია და სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს.
ეკლესიას თუ შეუძლია ამის მოგვარება სახელმწიფოს გარეშე, ამ წუთშივე უნდა გააკეთოს ეს. მე არ ვარ ჩახედული უბრალოდ, რატო არ კეთდება, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება მანდ ორი აზრი იყოს იმაში, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში არ უნდა იყოს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ფაქტია რომ ეს პრობლემა დგას, მე სახელმწიფოს წარმომადგენლებთან არ მქონია ამაზე საუბარი, არ მაქვს ასეთი ახლო ურთიერთობა, რომ მეკითხა.
(…) მე ხომ ჯავახეთში ვცხოვრობ და იქ კიდევ სხვა ქვეყანაა საერთოდ, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ.
არ მყავს [ამ მთავრობაში მეგობრები]” – თქვა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა TV პირველის ეთერში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
რამდენიმე თვეა, დიუშენით დაავადებულების მშობლები წამლის მოთხოვნით აქციებს მართავენ. ისინი 21-ე დღეა, ივანიშვილის მთავრობის კანცელარიასთან ათენებენ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია არ აძლევს საშუალებას, ადმინისტრაციის წინ, სკვერში დადგან კარვები ან შეიტანონ პუფები, მშობლები აპირებენ, რომ ყოველ ღამე ერთი მშობელი მაინც დარჩეს ღამის გასათევად
