Monday, May 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბათუმის სასამართლომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების კანონიერება დაადასტურა და დაცვის მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა

May 11, 2026
მზია ამაღლობელს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების კანონიერება დაადასტურა და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის სარჩელი. გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა. “აბსურდის თეატრია სასამართლო”.

დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა სასამართლოს სამი შუამდგომლობით მიმართა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე გოგუაძემ, პროცესზე არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და მზია ამაღლობელს არ მისცა საშუალება შემოსაზღვრული ადგილის ნაცვლად, ადვოკატის გვერდით დამჯდარიყო.

“თუ შეიძლება ქალბატონმა მზიამ ჩემს გვერდით დაიკავოს ადგილი, მას არ აქვს შესაძლებლობა თავისუფალი კომუნიკაცია ჰქონდეს ჩემთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი შუამდგომლობა”- მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს

“ის თავსდება სპეციალურ გამოყოფილ ადგილზე, მე კონტაქტს არ გიზღუდავთ, იქ სადაც არის. ამ შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებ”- აღნიშნა ალექსანდრე გოგუაძემ ადვოკატის შუამდგომლობის პასუხად.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულების სახით ვიდეომასალის გამოკვლევა მოხდა, ასევე მხარეებმა სასამართლოს სიტყვით მიმართეს.

ამასთან, კითხვა-პასუხის დროს მხარეებს შორის რამდენჯერმე შელაპარაკება მოხდა.

“მზია ამაღლობელმა ჭიშკრის კედელზე უბრალოდ მიამაგრა სტიკერი, ბატონ გრიგოლ ბესელია მიდის და მიჰყავს პოლიციის დეპარტამენტში, მზია ამაღლობელის სხვა პოლიციელზე გადაცემა არ ხდება, უწყვეტ კადრში ჩანს გრიგოლ ბესელიამ დააკავა”, – მიმართა ადვოკატმა ნინო ხუციშვილმა სასამართლოს.

თავის მხრივ, შსს- ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების გოჩა ვანაძის და გრიგოლ ბესელიას გამოკითხვის მასალების საქმეში დართვა ითხოვდნენ.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოს შენობასთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 2025 წლის 11 იანვარს შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის – წარწერით „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორ ეხმაურება პეტრე კოლხი მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას
  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი განცხადებას ავრცელებს
  • რა არის ცნობილი ახალი პატრიარქის, შიო III-ის შესახებ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge