2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულმა თორნიკე გოშაძემ საბოლოო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება — უკანონო. გოშაძემ თქვა, რომ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს და არც შეწყალების მოთხოვნას განიხილავს.
მისი თქმით, საპროტესტო აქციებზე ევროპული მომავლის დასაცავად იდგა.
როდესაც ციხიდან გამოვალ, არავინ გაბედოთ საახლობლოში იმის კითხვა, თუ რა მინდოდა აქციაზე, – თქვა მან სასამართლო პროცესზე.
„ადვოკატებმა ყველას დაუმტკიცეს, რომ ბრალდებულების სკამზე უდანაშაულო ადამიანები ისხდნენ და მოსამართლის გამოცხადებული გადაწყვეტილება უკანონო იყო.
მე გადაწყვეტილებებს არ ვიღებ სხვების მოწოდებებით. არც დანაშაულის აღიარების მეშინია და მრცხვენია. რომ აღიარო და მოინანიო, ამისთვის დანაშაული უნდა გქონდეს ჩადენილი. იმდენად უაზროა და შეუსაბამო თქვენი ბრალდება, ჩემი არაღიარება კი არა, აღიარება უნდა გაგიკვირდეთ. რაც შეეხება შეწყალებას, ჩემი შეწყალების უფლება ყაველაშვილს არ აქვს. ყოველ შემთხვევაში მე ამის უფლებას არ ვაძლევ. ეს არის ჩემი პოზიცია. არავის განსასაზღვრია, რომელიმე პატიმარი თუ მოითხოვს შეწყალებას და არც ის, თუ არ მოითხოვს.
როდესაც ციხიდან გამოვალ, არავინ გაბედოთ საახლობლოში იმის კითხვა, თუ რა მინდოდა აქციაზე. აქციაზე ვიდექი ევროპული მომავლისთვის, ოღონდ არა იმ მომავლისთვის, სადაც კაცი კაცის ცოლია.
კერპი შექმნით საკუთარი თავებისთვის ბიძინა ივანიშვილის სახით.
„კაცი კაცია და ქალი ქალია” კი არა ბავშვებს მიეცით წამალი. ამ ბავშვების სიცოცხლე ყველა თქვენგანზე მნიშვნელოვანია. რად გინდათ ისეთი ქვეყანა, სადაც ბავშვებს ეუბნებიან მძიმე ტვირთი ხარ ქვეყნისთვისო?“ – განაცხადა თორნიკე გოშაძემ.
