საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საპატრიარქო კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.
კენჭისყრაში სინოდის 39-ვე წევრმა მიიღო მონაწილეობა.
ხმების დათვლის პროცესი დახურული იქნება, ხოლო კენჭისყრის საბოლოო შედეგი პირდაპირ ეთერში გამოცხადდება. კენჭისყრის შედეგს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია გამოაცხადებს.
გაფართოებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებმა, ხოლო დელეგატები, რომლებიც მონაწილეობენ კრების მუშაობაში, სარგებლობენ სათათბირო ხმის უფლებით.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.
პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.
