სამების ტაძარში, სადაც წუთი-წუთზე სინოდის გაფართოებული სხდომა უნდა დაიწყოს, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი მივიდნენ.
ცნობისთვის, აღნიშნული სასულიერო პირები ის მღვდელმთავრები არიან, რომლებსაც ასაკობრივი ცენზის და დიპლომის არქონის გამო სინოდმა კანდიდატობაზე უარი უთხრა.
სამებსი ტაძარში მივიდა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი და უპირატესი მღვდელმთავარი, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამიც (გარმელია).
