Monday, May 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოსკოვს თავისი კანდიდატი სურს” – პატრიარქის არჩევნებამდე თეოლოგები რუსულ გავლენებზე საუბრობენ

May 11, 2026
“მოსკოვს თავისი კანდიდატი სურს” – პატრიარქის არჩევნებამდე თეოლოგები რუსულ გავლენებზე საუბრობენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის არჩევამდე რამდენიმე საათით ადრე, თეოლოგები შესაძლო საგარეო გავლენებსა და ეკლესიის მომავალ კურსზე საუბრობენ. ექსპერტების შეფასებით, საპატრიარქო არჩევნების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი რუსეთს აქვს და სწორედ ამიტომ, პროცესზე მოსკოვის გავლენის მცდელობები გამორიცხული არ არის.

თეოლოგი გოჩა ბარნოვი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ჩარევის ნიშნები საჯარო განცხადებებშიც გამოჩნდა. მისი თქმით, როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის, ისე პატრიარქ კირილის გზავნილები პირდაპირ მიუთითებდა იმაზე, რომ მოსკოვისთვის სასურველია ისეთი კანდიდატის არჩევა, რომელიც უკრაინის ეკლესიის აღიარებას არ დაუჭერს მხარს და რუსეთთან არსებული პოლიტიკის შენარჩუნებას ეცდება.

“ჩარევები იყო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან. ჩვენ ვნახეთ ნარიშკინის განცხადება, შემდგომ გუნდიაევის განცხადება, რუსეთის პატრიარქის, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ ისეთი კანდიდატი უნდა იყოს გამორჩეული, როგორიც აწყობს რუსეთს. ანუ არ დაუჭერს მხარს უკრაინას, შეინარჩუნებს ისეთ პოზიციას, რაც ახლა აქვთ უკრაინის მიმართ, იმიტომ, რომ უკრაინის ეკლესიის აღიარება, ეს მათთვის არის ძალიან გადამწყვეტი.. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩარევა საკმაოდ სერიოზულია, იმიტომ, რომ როდესაც რუსეთის დაზრვევა არის დაინტერესებული ამით, ეს ნიშნავს, რომ ის უკვე ერევა და რა აქვს გაკეთებული, ჩვენ ეს კიდევ არ ვიცით. ითქვა, რომ 80 კაცი, რომელიც ჩამოვიდა პატრიარქის დაკრძალვაზე, ნაწილი დარჩა დარჩა აქ და თუ ეს მართალია და დარჩა, ეს ნიშნავს, რომ ისინი თავის საქმეს აკეთებდნენ” – ამბობს გოჩა ბარნოვი.

ეკლესიის მომავალ როლსა და საგარეო კურსზე ამახვილებენ ყურადღებას სხვა თეოლოგებიც. მათი შეფასებით, ახალმა პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის დასავლურ ქრისტიანულ სამყაროსთან კავშირები უნდა გააძლიეროს.

“წინა პატრიარქს ჰქონდა თვისება, წინააღმდეგობების პირობებშიც განესაზღვრა გარკვეული ტიპის არჩევანი და მისი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა მართლაც არის ავტოკეფალიის დაბრუნება და აღდგენა იურიდიული თვალსაზრისით. მეუფე შიომ რა უნდა გააკეთოს ამასთან დაკავშირებიტ ალბათ ძნელი სათქმელია. ანუ მომავალმა პატრიარქმა აუცილებლად უნდა გაამყაროს კავშირები ხმელთაშუა ზღვის დასავლეთის ქრისტიანობასთან, მართლმადიდებლობასთან” – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.

გოჩა მირცხულავა კი აცხადებს, რომ ეკლესიის სათავეში არ უნდა მოვიდეს პირი, რომელიც პირდაპირ რუსულ ინტერესებთან იქნება დაკავშირებული. თეოლოგის შეფასებით, საქართველოში რუსული გავლენები სხვადასხვა ფორმით უკვე არსებობს, თუმცა, მისი თქმით, ეკლესიას კვლავ აქვს შესაძლებლობა, ეს გავლენები შეამციროს და დამოუკიდებელი კურსი შეინარჩუნოს.

“არ უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც პირდაპირ იქნებოდა მიბმული რუსეთთან, თორემ რუსული გავლენა გარკვეული ფორმით რომ იქნება ეკლესიაში, სახელმწიფოში გვაქვს აქ და ახლა საჯარო მოხელეები ამბობენ, საიდანაა რუსეთი ოკუპანტიო იმ პირობებში როცა ვცხოვრობთ ჩვენ, რაღაცა გალენა, არ თქმა უნდა, იქნება, მაგრამ საქართველოს ეკლესიას შეეძლო გარკვეულწილად ამ გვალენის მინიმალიზება და თავის ბუნებრივ წიაღში დაბრუნება და აქედან გამომდინარე, ვინს აირჩევდნენ არა იმ პერსონას, რომელიც იქნებოდა პირდაპირ რუსეთის ინტერესების გამტარებელი, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და არ აქვს. მანქანა, რომელიც არის აწყობილი და ეს მანქანა არ არის მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” წიაღში შობილი მანქანა, აქ აშკარად იკვეთება რუსული ჰაიდლაინებიც, თუმცა “ქართული ოცნებაც” რუსული ჰაიდლაინებით მუშაობს” – ამბობს გოჩა მირცხულავა.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე სწორედ დღეს აირჩევენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზურაბ ზვიადაურმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
  • ქობულეთში იაპონელ მოგზაურს ველოსიპედი და პირადი ნივთების ნაწილი მოპარეს
  • მოსაყდრე შიოს მიმართვა საეკლესიო კრებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge