ჩვენი სინოდი არ არის ისეთი სუსტი, რომ ვიღაც ჩარიოს, ამაზე არ ინერვიულოთ , – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს პატრიარქის არჩევნებზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესში ჩარევა არ არის და არც ყოფილა.
“ნახავთ [ხვალ რაც მოხდება] მე ვამბობ: ჩარევა არ არის და არც ყოფილა! ჩვენი სინოდი არ არის ისეთი სუსტი რომ ვიღაც ჩარიოს, ამაზე არ ინერვიულოთ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
ცნობისთვის, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა. ამასთან, მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.
