Sunday, May 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის, ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი, რომ შეგვაძლებინოს ბრძნული გადაწყვეტილების მიღება” – მეუფე შიო

May 10, 2026
“მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის, ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი, რომ შეგვაძლებინოს ბრძნული გადაწყვეტილების მიღება” – მეუფე შიო

x

მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ეს არის დიდი გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა.

„ვევედროთ ჩვენ უფალს, რომ მოგვცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს, მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი. ღვთის ნებით ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო. ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენ ეკლესიაში და ჩვენ ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთის მსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობის და გაერთიანების, მსახურების და თავგანწირული მსახურების. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო“,- განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, ხვალ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა – როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი
  • “ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სანადირო თოფით დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა” – პროკურატურა
  • ილჰამ ალიევი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge