Sunday, May 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უნდა დამთავრდეს ეკლესიაში პარალელური სახელმწიფოს არსებობა” – შალვა ნათელაშვილი

May 10, 2026
შალვა ნათელაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მოახლოებულ საპატრიარქო არჩევნებს ოპოზიციონერი ლიდერი შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგას და ხვალინდელი არჩევანი მხოლოდ საეკლესიო პროცესი აღარ არის — მისი თქმით, საუბარია ქვეყნის მომავალზე, ეკლესიის დამოუკიდებლობასა და იმ გავლენებზე, რომლებიც წლების განმავლობაში საპატრიარქოს ირგვლივ დაგროვდა.

ნათელაშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოში აუცილებელია რეფორმები და „ეკლესიის განწმენდის პროცესი“ მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. მისი შეფასებით, უნდა დასრულდეს ეკლესიის პოლიტიზაცია, სასულიერო პირების ბიზნესინტერესები და ხელისუფლების გავლენა საპატრიარქოზე.

“ხვალ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ირჩევს ახალ საჭეთმპყრობელს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევდივართ კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებულ დებატებში, ეს მათი კანონიკური საქმეა, მაგრამ ის, რაც უკავშირდება ერის, ცივილიზაციის, ქვეყნის განვითარებას, მომავალს, რომელიც დაფუძნებულია სწორედ ქრისტიანულ ცივილიზაციაზე, ეს, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანის საკითხია და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მინდა, მოგახსენოთ რამდენიმე პოზიცია.

უპირველესად გავიხსენებ იმას, რომ ოლიგარქ ივანიშვილის ოცნება შესრულდა. მისი ოცნება გახლდათ საქართველოს ეკლესია ილია მეორეს გარეშე. ამისთვის მან მთელი ათი წელი მოახდინა პატრიარქის პრაქტიკული ბლოკირება, დასწია გვერდზე თავისი საჭემპყრობელური საქმიანობიდან, ხოლო გარდაცვალების შემდეგ გაუწია ჭირისუფლობა, რაც ილია მეორესთვის სიკვდილზე მეტი ტრაგედია იყო, დამერწმუნეთ, რომ დიქტატორი ედგა თავზე, რომელსაც ის ძალიან არ უყვარდა. ამას განსაჯავს ერი და ღმერთი, მაგრამ ახლა ჩვენ მთავარია ვიფიქროტ, რა იქნება ხვალდ ა ერროგორ განვითარდება ქართული მრავალათასწლიანი ეკლესიის ისტორია.

რუის-ურბნისი ეს არ გახლავთ ერთჯერადი აქტი. იცით, რომ აღმაშენებელმა წარმატებით გაახორციელა რეფორმა საეკლესიო. აღნიშნული პროცესი უნდა იყოს მუდმივი, მუდმივი განწმენდა ღვთისმსახურებაში, ეკლესიაში. ეს არის გარანტია ქვეყნის სიწმინდის, პიროვნული სიწმინდის, ერივ განვითარების.

უნდა დამთავრდეს ამ სფეროში პარალელური სახელმწიფოს არსებობა, რასაც წარმოადგენს დღეს საპატრიარქო. უნდა ჩავაბაროთ წარსულს მეუფეთა პოლიტიზაცია, მათ უნდა დატოვონ ბიზნესი, მატერიალური სიკეთეები, რაც არის არ ეკუთვნით, ჯიპები, მილიონიანი დაფინანსებები, უნდა გაუქმდეს კონკორდანტად წოდებული კონტრაქტი, რომელსაც გარკვეულ პერიოდში ჰქონდა რაღაც პოზიტიური დატვირთვა, მაგრამ უკვე ეს გახდა ეკლესიის შემაფერხებელი, რომ ის იყოს დამოუკიდებელი და არ იმართებოდეს ხელისუფლებიდან, არ ერეოდეს პოლიტიკაში, არჩევნებში”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პირველად ნახევარი საუკუნის შემდეგ ეკლესია ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება. ისტორიული კრების დაწყებამდე 26 საათია დარჩენილი. ვინ გახდება ახალი კათოლიკოს პატრიარქი, ამას სინოდი ხვალ ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს. ეკლესიის ახალ მმართველს 20 ხმა სჭირდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ილჰამ ალიევი განცხადებას ავრცელებს
  • საპატრიარქოში ბრიფინგი ჩაინიშნა
  • გემიდან, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, მგზავრების ევაკუაცია დაიწყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge